განგაშის ზარი მადრიდში - იურგენ კლოპი მბაპეს ესაუბრა, „ლივერპულში“ ტრანსფერის სჯერათ!

Defensacentral-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი კილიან მბაპეს ესაუბრა...


გერმანელი სპეციალისტი სერიოზულად გააქტიურდა და ფრანგ ფეხბურთელში ძალიან დიდ პოტენციალს ხედავს.

ამით კლოპი, ერთგვარად სამაგიეროს გადახდასაც აპირებს ზიდანისთვის, რომელიც „ლივერპულიდან“ სადიო მანეს წამიყვანაზე ზრუნავს.

Le10Sport-ის ინფორმაციით, კლოპი ინტენსიურ კავშირზეა მბაპეს მამასთანაც, რომელიც ასევე ფეხბურთელის წარმომადგენელია. ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტი კილიანის მამას უმტკიცებს, რომ „ლივერპულში“ ტრანსფერის შემთხვევაში, მომავალი 10 წელი ეპოქალური იქნება და მერსისაიდული კლუბი მწვერვალების დაპყრობას განაგრძობს.

როგორც სჩანს, სამეფო კლუბს მბაპესთვის ბრძოლაში ძალიან სერიოზული კონკურენტი ეყოლება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ „ლივერპულისა“ და „პსჟ“-ს ხელმძღვანელობას ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ამასთანავე, არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ აღნიშნა, რომ მბაპე „რეალთან“ შეთანხმებულია და „პსჟ“-დან წასვლის შემდეგ მადრიდის გარდა არსად ითამაშებს, თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა ზიდანის ფაქტორმა შეარყიოს. ზინედინს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, სწორედ იმ დროს, როცა მბაპეს პარიზელებთან. dle 10.1

  • Hala
  • 26 აპრილი 2020
  • 6512
  • 4

1

26 აპრილი 2020 12:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
ნუ აჩმახებ კლოპო ეგ კაცი რეალის საკუთრება უნდა გახდეს მალე.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

26 აპრილი 2020 12:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
კლოპს შეუძლია 2022 ში რეალისმწვრთნელიგახდეს და მანდ ეყოლება მბაპეც მანეც თუუნდა და რავიცი ყველაა wink

3

26 აპრილი 2020 15:54

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აუ მბაპე რომ ლივერპულში გადავიდეს, იმ გუნდს მართლა რაღა გააჩერებს

4

27 აპრილი 2020 13:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შანსი არა მბაპე თეთრი გახდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)