„რეალის“ სატრანსფერო პროექტი, რომელიც 500 მილიონი დაჯდება!

მადრიდის „რეალი“ ახალი სატრანსფერო პროექტის შემუშავების პროცესშია, რომლის საერთო ღირებულებაც 500 მილიონი ევრო იქნება...


რა თქმა უნდა, პირველ რიგში უდიდეს პრიორიტეტს კილიან მბაპე წარმოადგენს. გარდა ამისა იგეგმება ერლინგ ჰოლანდის შეძენაც.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვინისიუს ჟუნიორზე ფლორენტინო პერესი ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და მის გაშვებას არსად არ აპირებს, ამიტომ შეტევის ხაზში ძალიან დიდი ცვლილებების მომსწრენი არ უნდა გავხდეთ.

სამაგიეროდ, „ბლანკოსი“ აქტიურად იზრუნებს ნახევარდაცვის გაძლიერებაზე და მომდევნო 2 წლის განმავლობაში რამდენიმე მოთამაშეს შეიძენს. კვლავ აქტუალურია პოგბას საკითხი, ასევე დღის წესრიგში დგას ვან დე ბეეკის ყიდვა და ოდეგორის დაბრუნება.

გარდა ამისა, სამეფო კლუბი სერხიო რამოსის შემცვლელზეც აქტიურად იწყებს მუშაობას და ეცდება, რომ მაქსიმუმ 2022 წელს უმაღლესი კლასის უკანახაზელი ჰყავდეს რიგებში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს დე ლიხტი წარმოადგენს.

ამ ყველაფერს დაემატება სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქცია და სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურა.

არაერთი ესპანური გამოცემა იუწყება, რომ ამ ნაბიჯებით ფლორენტინო პერესი „ბლანკოსის“ პრეზიდენტობას კიდევ ბევრი წლით დაიბევებს. dle 10.1

  • Hala
  • 25 აპრილი 2020
  • 7065
  • 7

1

26 აპრილი 2020 00:05

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაფიოზია პაპა პერესი

2

26 აპრილი 2020 00:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1940
მეეჭვება პერესმა შეძლოს და პრეზიდენტობა გაიხანგრძლივოს თუ წელსვე არ იყიდის მბაპეს და კიდევ მინიმუმ 4 ტოპ კლასის ფეხბურთელს.

3

26 აპრილი 2020 00:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 965
ციტატა: zizu2020
მეეჭვება პერესმა შეძლოს და პრეზიდენტობა გაიხანგრძლივოს თუ წელსვე არ იყიდის მბაპეს და კიდევ მინიმუმ 4 ტოპ კლასის ფეხბურთელს.

ხელს ვინ შეუშლის რო, თუ ძაან არ მიქარა არ გადააყენებენ

4

26 აპრილი 2020 03:09

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პერესზე მაგარი პრეზიდენტი არარსებობს!

5

26 აპრილი 2020 11:59

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ჰოლანდი წელს რომ დავდოთ კარგი იქნება გოლებზეა ტიპი დაგეშილი თან ტან მაღალიცაა

6

26 აპრილი 2020 15:56

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წელს ბევრი ცვლილება იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტს გავუშვებთ, ვიდრე ვიყიდით. კრიზისია და ეს ფაქტია. პლიუს ბერნაბეუს რეკონსტრუქციაც რამხელა თანხები ჯდება

7

27 აპრილი 2020 11:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ამ ზაფხულს გამორიცხულია ტრანსფერები . ვერცერთი გუნდი ვერ დაიმატებს ტოპ ფეხბურთელს. ვერავინ ვერ შეძლებს 500 მილიონის გადახდას და ეს არის ძაან მოგონილი ზღაპრები. გამორიცხულია იმ კრიზისის ფონზე რაც კლუბებს მიადგა,რომელიმე მათგანმა ამხელა ფული გამოყოს. გუნდი ტრანსფერებს მაშინ აკეთებს,როცა შემოსავლები აქვთ. შემოსავლები შეჩერებულია და როდის განახლდება კაცმა არ იცის.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)