რონალდო:„ჩემთვის „ბარსელონა“ „რეალს“ ვერასდროს გაუთანაბრდება“

ლუის ნაზარიო რონალდომ „რეალსა“ და „ბარსელონაზე“ ისაუბრა...


„ჩემთვის „ბარსელონა“ „რეალს“ ვერასდროს გაუთანაბრდება, რადგან კატალონიაში ძალიან ცოტა ხანი ვითამაშე, მადრიდში კი წლების მანძილზე არაერთ გამოწვევას ვუპასუხე.“

„ბედნიერად მახსენდება ყველა წელი, რომელიც ესპანეთის დედაქალაქში გავატარე. ჩვენ ძალიან ბევრნი ვიყავით, ვსაუბრობ ბრაზილიელებზე.“

„უახლოესი მეგობარი რობერტო კარლოსი იყო, ვარჯიშების შემდეგ მთელი დღე ერთად ვიყავით და პორტუგალიურად ვსაუბრობდით.“

„ენის ბარიერი ფაქტობრივად არ არსებობდა, თუმცა ესპანურად საუბარს რა თქმა უნდა, პორტუგალიურად საუბარი გვერჩივნა.“

„მაშინ ტექნოლოგიები ამ დონეზე განვითარებული არ იყო, დღეს ვითარება სრულიად შეცვლილია, რაც ფეხბურთზეც აისახება. ალბათ მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ვიდეო რეფერი იარსებებდა და თითოეულ გატანილ გოლს განსჯიდა.“

„ბევრ კლუბში ვითამაშე, თუმცა „რეალი“ გამორჩეული იყო. „ინტერის“ კარიერა? რომ არა ტრავმა, გაცილებით მეტს მივაღწევდი, ამას ახლაც ვამბობ.“

„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტკივილი ტრავმები იყო. ვფიქრობ, ძალიან ნაყოფიერი კარიერა მქონდა, მაგრამ რომ არა ტრავმები, გაცილებით მეტ მატჩს ჩავატარებდი და ბევრ გოლს გავიტანდი.“

„წონის პრობლემა? ამ ყველაფერსაც ტრავმები იწვევდა. მოედანზე არაერთხელ გავსულვარ დაზიანებული ფეხით. არაერთხელ გამიკეთებია გამაყუჩებელი ინექცია პირველი ტაიმის დასასრულს, რათა მეორე ტაიმში ტკივილის გარეშე მეთამაშა.“

„„ბლანკოსში“ ჩემი ასპარეზობის დროს ბევრი მწვრთნელი შეიცვალა. ყველას საკუთარი აზრები და ტაქტიკა ჰქონდა, თუმცა ერთი აზრის გარშემო ყველა ერთიანდებოდა, ეს იმ ტიტულეის მოგება იყო, რომელ ტურნირებზეც გამოვდიოდით.“
dle 10.1

  • Hala
  • 22 აპრილი 2020
  • 5690
  • 2

1

22 აპრილი 2020 13:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
რონი ისიც სათქმელია, რომ ბარსელონაში რა სეზონიც გქონდა, ეგრე რეალში არასდროს გითამაშია და ეგრე რო გეთამაშა, ალბათ სასწაულებს იზამდი მართლა. ყოველ წელს სუქდებოდი რეალში და სისწრაფეს კარგვდი, ბურთზე ფეხის გადატარების გარდა აღარაფერი გამოგდიოდა, ბარსელონაში კი მართლა დაფრინავდი

2

22 აპრილი 2020 14:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
პირველ რიგში დიდი მადლობა მწერლებს. დღეს ძალიან მაგარი სტატიები დაიდო საიტზე და რაღაც მხრივ დროში გვამოგზაურა.

რაც შეეხება რონალდოს. რეალიდან დაიწყო მისი დაღმასვლა, მილანში საერთოდ საშინელება იყო. კიჭას საუკეთესო პერიოდი უკავშირდება პსვ-ს, ინტერს და ბარსელონას. რეალში პირველ წელს კარგი იყო, მაგრამ მერე უკვე ძაან უკლო თამაშს და კაპელომ გაუშვა კიდეც

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)