გონსალო იგუაინი: ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ლა ლიგა

გონსალო იგუაინი: ჩვენ შეგვიძლია  მოვიგოთ ლა ლიგა

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების შესახებ ისაუბრა


"როგორც "რეალს" ასევე "ბარსას" ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ ლა ლიგაში. ორივე გუნდი იმსახურებს მოიგოს ეს ტურნირი. მართალია ბარსელონა უფრო ახლოსაა გამარჯვებასთან, თუმცა ჩვენ ფარხმალი არ უნდა დავყაროთ და იმედია მოვახერხებთ პრიმერას მოგებას. "

საუბრის დროს მან ისაუბრა მუნდიალზე, იგი ძალიან გახარებულია იმით, რომ გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში.

"მე ძალიან მოხარული და ნასიამოვნები ვარ, რომ გამომიძახეს ეროვნულ ნაკრებში. თუმცა ამავდროულად გული დამწყდა ჩემს თანაგუნდელებზე რომლებიც მუნდიალის მიღმა დარჩნენ. განსაკუთრებით მარსელოზე გაგოზე და ბენზემაზე. ყველა ფეხბურთელის ოცნებაა ითამაშოს თავისი ქვეყნის ფორმით მუნდიალზე და დაიცვას ეროვნული ნაკრების ღირსება. გამონაკლისი არც ეს ფეხბურთელები არიან"

იგუაინი შეეხო მოურინიოს თემას: "პორტუგალიელი ბრწყინვალე მწვრთნელია, მან რომელ გუნდშიც იასპარეზა ყველა მათგანში წარმატებას მიაღწია, მაგრამ ჩვენ პელეგრინისთან ერთად თავს კარგად ვგრძნობთ."

ასევე მან ატლეტიკოს მიულოცა გამარჯვება ევროპის ლიგაზე. "მე ძალიან გამიხარდა, რომ მადრიდელებმა მოიგეს ეს ტურნირი, მაგრამ ყველაზე მეტად ის გამიხარდება, რომ რეალმა მოიგოს ლა ლიგა."


წყარო:Goal.com dle 10.1

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)