ნაჩო წარსულში ბრუნდება!

მიმდინარე სეზონი ნაჩო ფერნანდესისთვის კატასტროფულია...


„ნაჩო წარსულში ბრუნდება“ - სწორედ ასეთი სათაურებით იწყებენ ესპანური გამოცემები ანალიტიკურ სტატიას, სადაც განხილულია უკანახაზელის მიმდინარე სეზონის სტატისტიკა.

როგორც სჩანს, ედერ მილიტაოს და ფერლან მენდის ტრანსფერმა ნაჩოს შანსები საერთოდ შეამცირა. ცენტრში რამოსისა და ვარანის ალტერნატივაც მილიტაო იქცა, ხოლო მარცხენა ფლანგზე მარსელოსა და მენდის კონკურენციის პირობებში ნაჩეტეს შანსი ნულოვანია.

ერთადერთი ვარიანტი, სადაც ნაჩოს თამაშის საშუალება ეძლევა მარჯვენა ფლანგია, ვინაიდან გუნდს იქ მხოლოდ კარვახალი ჰყავს, თუმცა ესპანელი უალტერნატივოდ ითვლება.

იმ ფონზე, რომ „ბლანკოსი“ აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებასთან ახლოსაა და ოდრიოზოლასაც გუნდში დაბრუნება უწევს, ნაჩოს შანსები კიდევ უფრო მცირდება.

მიმდინარე სეზონში 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე ჯამში 640 წუთი და 2 გოლია. მსგავსი მწირი მაჩვენებელი ესპანელ ფეხბურთელს წლებია არ ჰქონია და სწორედ მაშინ უფიქსირდებოდა, როდესაც „მერენგების“ მთავარ გუნდში პირველ ნაბიჯებს დგამდა.
dle 10.1

  • Hala
  • 16 აპრილი 2020
  • 1502
  • 5

1

16 აპრილი 2020 11:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ნაჩოს ინტერმა როცა შესთავაზა 4 წლიანი კონტრაქტი უნდა დათანხმებულიყო და ისინი გოდინს ვაფშე აღარ დაიმატებდნენ.

2

16 აპრილი 2020 11:41

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძაან დაუფასენელია ეს მაგრად უერთგულა გუნდს მთელი კარიერა სკამზე გაატარა როცა შეეძლო ასეთი არსენალის ჩელსის ან ტოტენჰემის დაცვის ლიდერი ყოფილიყო

3

16 აპრილი 2020 11:46

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: rauli, icer ans sergio (ris)
ძაან დაუფასენელია ეს მაგრად უერთგულა გუნდს მთელი კარიერა სკამზე გაატარა როცა შეეძლო ასეთი არსენალის ჩელსის ან ტოტენჰემის დაცვის ლიდერი ყოფილიყო


ვერ დაგეთანხმები . არსენალში, ჩელსიში და ეგეთ გუნდებში ტამაშს რეალი ერჩივნა. ჯერ ერთი მადრიდელია, კასტილიის გაზრდილია, მერე მეორე სეზონში მინიმუმ 35 თამაშს თამაშობდა და მეტი რა უნდოდა. კაცი ჩემპიონთა ლიგის 4 თასის მფლობელია და ჩელსიში რა უნდა მოეგო, პრემიერლიგა ორჯერ და უეფას თასი?

4

16 აპრილი 2020 12:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალის ზამენობა ჯობსო ალბათ არჩია თასები მექნება ჯიბეში ჩემი რა მიდისო.ზიდანის გერებივით იბლატავებს მარტო ტიტულებით.წასულიყი როცა შესთავაზეს დიდი შეცსომა დაუშვა რო დარჩა.

5

16 აპრილი 2020 14:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1434
ნაჩო ვერ გახდებოდა ვერც არსენალის ვერც ჩელსის და ვერც ინტერის დაცვის ლიდერი და სადაც დარჩა საუკეთესო არჩევანი გააკეთა ....

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (240)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)