სიურპრიზი „რეალის“ გულშემატკივრებს!

მადრიდის „რეალი“ გულშემატკირებს სიურპრიზს უმზადებს.


სერხიო რამოსთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც მის კონტრაქტს ეხებოდა. ესპანელ ფეხბურთელს მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს ეწურება და აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კონტრაქტი 2022 წლის ივნისამდე უნდა გახანგრძლივდეს, თუმცა ამ დეტალში სიახლეა.

რამდენიმე ესპანური გამოცემის ცნობით, კაპიტანი „ბლანკოსტან“ 1+1 ფორმატის ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2022 წლის 30 ივნისს „რეალის“ თანხმობის გარეშე სხვა კლუბი მის გადაბირებას ვერ შეძლებს. ანალოგიურად სერხიო აიღებს ვალდებულებებს, რომელიც კლუბში 2023 წლამდე დარჩენას შეეხება.

იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლობა 2023 წლამდე გაგრძელდება, ვადის გასვლის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი 36 წლის იქნება და დიდი ალბათობით მადრიდულ გუნდს გამოემშვიდობება. dle 10.1

  • Ramos
  • 15 აპრილი 2020
  • 3911
  • 3

1

15 აპრილი 2020 10:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ეს ისედაც ნათელია, რომ 2-3 წელი კიდევ ითამაშებს, მაგრამ ერთი ის მაეჭვებს, რომ პეპესთან დაკავშირებით ცუდად მოიქცნენ. კაცი ფორმაში იყო და მაინც გაუშვეს,, პროსტა იქ ვარანის თემა იყო წამოსაწევი და რამოსის შემთხვევასი რეალური შემცვლელი არც ჰყავს გუნდს

2

15 აპრილი 2020 10:57

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეს ისეთი მხეცია 2 წელიც ითამაშებს და ხუთიც. მალდინიმ ვერ ითამაშა 40 წლამდე? ასე იქნება ესეც

3

15 აპრილი 2020 23:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1329
ვნახოთ რა იქნება მაგრამ 36. წელი 37- დროა მერე ფეხბურთიდანაც წავიდეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)