კასილასი: "ჩვენ, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ"

კასილასი: "კარგი არის ის, რომ სეზონი დასასრულს მიუახლოვდა."


კასილასმა პარსკევს ოფიციალურად ამ სეზონში ბოლო ვარჯიშის შემდგომი პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მან ისაუბრა წარსულ სეზონზე და იმაზე თუ რა ელის მომავალში გუნდს.

"კარგი არის ის, რომ სეზონი დასასრულს მიუახლოვდა და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. სიტუაცია შეიძლება წამებში შეიცვალოს, მაგრამ ჩვენ, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ და მალაგა დავამარცხოთ. ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ "ლა როსალედაზე". თამაშს, როცა მოვრჩებით ვნახავთ იმას, თუ რა გააკეთა ბარსელონამ."

"თუ 98 ქულით ლა ლიგას ვერ მოვიგებთ, ეს იმიტომ მოხდება, რომ სხვა გუნდი უფრო იმსახურებს გამარჯვებას. მაგრამ ამ ქულის მიღწევა, 100-ზე მეტი გოლის გატანა და ყველაზე ნაკლები გოლის გაშვება ძალიან კარგი შედეგია."

"გვეწყინა, რომ ადრე გამოვვარდით სამეფო თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან. ძნელი გასაცნობიერებელია, რომ ამ ჩემპიონატების არცერთ ფინალში არ ვითამაშებთ, რომლებიც მომავალ კვირას ჩატარდება. ამ ორმა ჩავარდნამ გუნდს დაღი დაასვა ლა ლიგაზე ასპარეზობისას. როგორც მადრიდისტა მე ამაყი ვარ ამ სეზონით. მიმდინარე სეზონში ჩავარდნაც მქონდა, თავიც ბევჯერ გამოვიჩინე და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ ამ სეზონით."

"ჩვენ ახალი გუნდი ვართ. ბევრი ცვლილებები განხორციელდა კლუბში. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ასევე ახალი მოთამაშეებიც. ჩვენ სწორ გზას ვადგავართ. ბევრს ითხოვენ მადრიდის რეალისგან, მარგამ დრო არ ყოფნის გუნდს. მომავალ წელს უკვე ფორმაში ვიქნებით."

"პელეგრინი წყნარად არის... როგორც აქ მოსვლის პირველ დღეს იყო. გუნდი მას ენდობა. მე მასთან ახლო ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია გადავწყვიტო მისი მომავალი. ჩემი მოვალეობაა კარის გადარჩენა გოლისგან."

"როდესაც კრისტიანო რონალდოს უყურებ, ხვდები, რომ კლუბი ეცადა მოეყვანა მადრიდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები. ის ძლიერია და მოგება სურს ყოველთვის. რონალდო გუნდს დამატებით ძალას აძლევს. კრისტიანო გავს კამაჩოს, პირის, სანტილას და ხუანიტოს. მათაც ყოველთვის მოგება სურდათ."

"არ აქვს მნიშვნელობა ვინ წვრთნის ვალიადოლიდს, მათ იციან, რომ გამარჯვება სჭირდებათ, რათა დარჩნენ პრიმერა დივიზიონში. მალაგა, ხერესი, ტენერიფე და რასინგიც იმავე დღეში არიან."

"მოხარული ვარ, რომ მადრიდის ატლეტიკომ მოიგო ევროპის ლიგა, რადგან მადრიდელი ვარ. ჩვენი დერბი ყოველთვის სახალისოა. ფინალში მე მათ ვგულშემატკივრობდი."

წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • ivane
  • 14 მაი 2010
  • 1569
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)