მოდრიჩი წავა, თუ „რეალი“ პოგბას ან ვან დე ბეეკს დაიმატებს

ლუკა მოდრიჩი მომავალზე ფიქრობს. ხორვატი ფეხბურთელი სულ მალე 35 წლის ხდება...


მომდევნო სეზონის სტარტზე ოქროს ბურთის მფლობელი 35 წლის გახდება. ბუნებრივია, ლუკიტა ფიქრობს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტი ერთია, მასსა და „მერენგებს“ შორის მოლაპარაკებები ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.

მოდრიჩი აცნობიერებს, რომ ეტაპობრივად კარგავს იმ ძალას, ფიზიკურ მომზადებას და კონდიციას, რომელიც „ბლანკოსის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად სჭირდება.

მოქმედი კონტრაქტის მიხედვით, მას „ბლანკოსში“ დარჩენა კიდევ ერთი წლით შეუძლია. „რეალის“ პრინციპული გადაწყვეტილებაა, რომ ნახევარმცველს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცეს. თუ ლუკა მოინდომებს, ის კლუბში მომდევნო ზაფხულამდე დარჩება, სხვა შემთხვევაში კი ახალი კლუბის მოძიებაც შეუძლია.

ესპანურ გამოცმებზე დაყრდნობით, მოდრიჩი დარჩენაზე ფიქრობს, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე დაჯდომაც არ სურს, ვინაიდან 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და ხორვატიის ნაკრებს ის ძალიან დასჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ ზიდანი პოლ პოგბას ან დონი ვან დე ბეეკს დაიმატებს, მოდრიჩის ადგილი მართლაც აღარ დარჩება და კონკურენცია არნახულად გაიზრდება, აქედან გამომდინარე, ლუკა გუნდს დატოვებს, ხოლო შუა რგოლში არავის დამატების შემთხვევაში, ლუკა „ბლანკოსში“ თავის ადგილს დაინახავს.
dle 10.1

  • Hala
  • 2 აპრილი 2020
  • 2615
  • 3

1

2 აპრილი 2020 11:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაცი უკლასნესად თამაშობს და რატო უნდა გავუშვთ ვერ გავიგე

2

2 აპრილი 2020 14:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 771
ციტატა: madridista.2020
კაცი უკლასნესად თამაშობს და რატო უნდა გავუშვთ ვერ გავიგე

მომდევნო სეზონში ვალვერდე ედეგორი და კამავინგაან ვან დე ბეკი იქნებიან +იქით რეინარი რომელსაც ალბათ დააწინაურებენ და დაბერებულიმოდრიჩის ადგილს ხედავ?

3

2 აპრილი 2020 20:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1907
ლუკიტას მადლობა უნდა მოუხადონ და გაუშვან.ის უკვე ვეღარ აკმაყოფილებს იმ დონეს,რასაც რეალი მოითხოვს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)