„რეალი“ ფეხბურთელების ხელფასებზე „ბარსელონაზე“ ბევრად ნაკლებს ხარჯავს

მადრიდის „რეალის“ გადაწყვეტილებას ხელფასების არშემცირების შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გამოცემები დაინტერესდნენ, წლიურად რა რაოდენობის ხარჯი აქვს „მერენგების“ ბიუჯეტს ფეხბურთელების ხელფასებზე.


გაირკვა, რომ „ბლანკოსი“ მოთამაშეთა ხელფასებზე წლიურად 283 მილიონ ევროს ხარჯავს, რაც გაცილებით ჩამოუვარდება „ბარსელონელი“ მოთამაშეების ხელფასების საერთო ჯამს. ბართომეუს ბიუჯეტს მოთამაშეებისთვის ხელფასის სახით წლიურად 423 მილიონი ევროს გაღება უწევს.

ამ ციფრებში არ იგულისხმება სხვადასხვა სახის ბონუსი, ტიტულების მოგების, გოლების გარკვეული რაოდენობის გატანისა და სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოს შემთხვევაში.

რამ განაპირობა „რეალში“ ხელფასების შემცირება? პირველ რიგში იმან, რომ კლუბი დატოვა ყველაზე მაღალანაზღაურებადმა მოთამაშემ კრიშტიანო რონალდუს სახით. გუნდმა ასევე დიდი აქცენტი გააკეთა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე - ვინისიუსის, როდრიგო გოეშის, ბრაჰიმ დიასის, ლუკა იოვიჩის, ფედე ვალვერდეს და სხვების სახით, რომლებსაც მაღალი ანაზღაურება არ აქვთ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ ფეხბურთელებს წლიური ხელფასის გარკვეულ პროცენტს დააკლებს, რაც კორონავირუსისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარეობს, თუმცა თუნდაც შემცირებული სარგოს ფარგლებში კატალონიელთა ბიუჯეტს 283 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე პერესმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამეფო კლუბის ფეხბურთელებს ხელფასები არ შეუმცირდებათ და აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ სეზონი ივლისამდე არ განახლდება. dle 10.1


1

29 მარტი 2020 19:30

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თუ სეზონი არ განახლდება, არც რეალის ფეხბურთელებს აცდებათ ხელფასების დაკლება

2

31 მარტი 2020 20:11

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1169
ადმინ არ ვიცი ეს სტატია როდის დაწერე, მაგრამ ბარსას ფეხბურთელები თანახმა არიან ხელფასის 70%-ით შემცირებაზე. ანუ ისინი 423 მილიონს 70%-ს იკლებენ, ეს კი როგორც გიყვართ ხოლმე თქმა არც მეტი არც ნაკლები 296 მილიონზე მეტია. 423-296=127. როგორც ხედავთ არათუ 283 მილიონზე მეტს, არამედ მაგის ნახევარსაც არ გადაიხდიან.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)