ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი „რეალიდან“ მიდის

გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი „რეალიდან“ წასვლის გადაწყვეტილებას იღებს...


საქმე ლუკას ვასკესს ეხება. ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვასკესი „მერენგებთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა არსებული ვითარება შეაფასა და მიხვდა, რომ შანსი აღარ რჩება.

აზარი და ასენსიო მალე გამოჯანმრთელდებიან, სულ უფრო მეტად გამოცდილები და სახიფათოები ხდებიან როდრიგო გოეში და ვინისიუს ჟუნიორი. ამ ყველაფრის ფონზე კი „ბლანკოსი“ ისევ შემტევებს ეძებს, სახელდება ბევრი კანდიდატურა ჟეიდონ სანჩოს, კილიან მბაპეს, სადიო მანესა და სხვების სახით. რომელიმეს დამატების შემთხვევაში ვასკესის შანსი ფაქტობრივად ნულის ტოლი გახდება.

ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, ლუკასს 2 შეთავაზება აქვს და განხილვას აპირებს, მისთვის პრიორიტეტული მოედანზე ხშირად გასვლა და შესაძლებლობების დემონსტრირება იქნება, ამას კი „მერენგების“ რიგებში დიდი ალბათობით ვეღარ მოახერხებს.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილებას. dle 10.1

  • Hala
  • 28 მარტი 2020
  • 7231
  • 1

1

29 მარტი 2020 00:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვასკესის მატარებელმა ჩაიარა უკვე. ეს უნდა წავიდეს საშუალო დონის კლუბში და ითამაშებს კარგად 4-5 წელი კიდე

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)