მენდი გასული ზაფხულის საუკეთესო შენაძენად დასახელდა

გასულ ზაფხულში „ბლანკოსს“ არაერთი ფეხბურთელი შეუერთდა, მათ შორის ლუკა იოვიჩი, ედენ აზარი, ხამესი და სხვები, თუმცა ყველასთვის გასაკვირად, ყველაზე კარგი შედეგები ფერლან მენდიმ დააფიქსირა.


იოვიჩი, არეოლა, მენდი, აზარი, მილიტაო, როდრიგო, ხამესი - სწორედ ეს არის იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალი, რომლებიც ზაფხულში „მერენგების“ რიგებს შეუერთდნენ.

ლუკა იოვიჩმა ვერაფერი გააწყო და ძალიან მწირი შედეგებით შემოიფარგლა. არეოლასგან ბევრს ისედაც არავინ მოელოდა, ვინაიდან მან „ბლანკოსის“ მეორე მეკარეობაზე განაცხადა თანხმობა.

ედენ აზარი ტრავმებმა გატანჯა, ბელგიელი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონი ნამდვილად არ იყო სახარბიელო და ბუნებრივია, ის საუკეთესო შენაძენად ვერ დასახელდებოდა.

ედერ მილიტაო საკმაოდ სტაბილურად გამოდის, თუმცა მისგან მაინც უფრო მეტს ელოდნენ.

რაც შეეხება როდრიგოს და ხამეს როდრიგესს. გოეშმა „გალათასარაისთან“ მატჩიდან მოყოლებული ყველა განაცვიფრა და დაამტკიცა, რომ დიდი მომავალი აქვს, თუმცა ბოლო დროს ის იმდენად მოდუნდა, რომ ზიდანმა კასტილიაში დააქვეითა. ხამესის თამაში კი წელს ალბათ არავის ახსოვს, კოლუმბიელისგან მხოლოდ სახელი და გვარია დარჩენილი.

და ბოლოს ფერლან მენდი. ფრანგმა ფეხბურთელმა ძირითადი შემადგენლობიდან მარსელოც კი ამოაგდო და უმნიშვნელოვანეს მატჩებში სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. ფერლანდი ეფექტურია, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ზინედინ ზიდანი ამ სეზონში მენდის 22 მატჩში ენდო, განაპირა მცველმა მწვანე მინდროზე 1639 წუთი დაჰყო. dle 10.1

  • Hala
  • 27 მარტი 2020
  • 877
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)