ვინისიუსის ევროპასპორტი დიდხანს დაიგვიანებს

მადრიდის „რეალის“ მიზანია, ვინისიუს ჟუნიორმა ევროპასპორტი დროულად აიღოს და სამხრეთ-ამერიკელად აღარ ჩაითვალოს, ვინაიდან კლუბს ლიმიტის პრობლემა აქვს..


ამ ეტაპზე ვინის გარდა გუნდში როდრიგო გოეში, რეინიერი და მილიტაო ირიცხებიან. საბედნიეროდ, კაზემიროს და მარსელოს ევროპასპორტები აქვთ და პრობლემებს არ ქმნიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მიზნის მისაღწევად „ბლანკოსს“ კიდევ მინიმუმ წელიწადნახევარი დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არაევროპელი ფეხბურთელის ოფიციალურ რეგისტრაციას ვერ მოახდენს.

Defensacentral პირველ რიგში იუწყება, რომ პრობლემა ლაუტარო მარტინესის ტრანსფერს შეეხება, რომლითაც ზიზუ რამდენიმე თვის წინ დაინტერესდა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ფლორენტინო პერესი როდრიგო გოეშის იჯარით გაშვებასაც გეგმავს და ამ შემთხვევაში პრობლემას დროებით მაინც მოაგვარებს. dle 10.1

  • Hala
  • 25 მარტი 2020
  • 999
  • 1

1

25 მარტი 2020 16:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
ჯერ ახალი მოსულია და მოქალაქეობის პროცედურას იმდენი დრო სჭირდება, ეეეჰ, ჯერ კაი ხანი მოუწევს ლოდინი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)