ფეხბურთელების ფასები მნიშვნელოვნად მცირდება

ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო ფეხბურთელთა ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება...


დღეს ყველა გუნდს უჭირს, არნახულ ზარალს მიაღწია სხვადასხვა დარგმა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში ოპერირებდა და დიდ ფინანსურ ოპერაციებს ანხორციელებდა.

ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ 100 მილიონ ევროზე მეტს ფეხბურთელში არავინ იხდიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „პსჟ“-მ საოცრება ჩაიდინა და ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ საფრანგეთის დედაქალაქში ჩაიყვანა, ფეხბურთელების ფასები რეკორდულად გაიზარდა.

იმავე „პსჟ“-მ კილიან მბაპე „მონაკოდან“ ჯერ იჯარის წესით წაიყვანა, შემდეგ კი ფეხბურთელში 180 მილიონი ევრო გადაიხადა.

დღეს კარგი ფეხბურთელის ფასი მინიმუმ 100 მილიონი ევროა, რაც ბევრი ექსპერტის შეფასებით ძალიან ცუდი ტენდენციის დასაწყისია.

მხოლოდ ბოლო 2 კვირაში მადრიდის „რეალს“ ზარალის სახით 50 მილიონ ევრომდე მიადგა, ანალოგიურ სიტუაციაში არიან მსოფლიოს ტოპ კლუბები. ვირუსთან ბრძოლა ნამდვილად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თითქმის მთელ მსოფლიოში კარანტინია გამოცხადებული, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით საშინელი შედეგების მომტანი იქნება.

დღეს ჰარი კეინის, კილიან მბაპეს, ნეიმარის, სადიო მანეს, სალაჰის, სტერლინგის, სანჩოს, პოგბას და სხვა ვარსკვლავების ფასები გაცილებით აღემატება 100 მილიონ ევროს და თუნდაც იმ კრიტიკულ ზღვარს, რომელიც წლების წინ არსებობდა. ექსპერტების აზრით, ახლა ვითარება რადიკალურად შეიცვლება და ფეხბურთელთა ფასებში სერიოზული კორექტირებებს ვიხილავთ.
dle 10.1

  • Hala
  • 24 მარტი 2020
  • 2247
  • 2

1

24 მარტი 2020 11:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
იმხელა ზარალი აქვს კლუბებს, არ გამოვრიცხავ მომდევნო ტრანსფერებზე სერიოზული არც არაფერი მოხდეს და ყველა ვარსკვლავი თავის გუნდში დარჩეს

2

24 მარტი 2020 12:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
რონალდოში 100 მილიონამდე რო გადაიხადეს სრული საოცრება იყო. არ შეიძლება ამხელა თანხები რა. მივესალმები თუ შემცირდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)