ლორენცო სანსის 10 საუკეთესო ტრანსფერი მადრიდის „რეალში“

მართალია გალაქტიკოს ეპოქა ლორენცო სანსს არ უკავშირდება, თუმცა მან საკმაოდ ბევრი ვარსკვლავის შეძენა შეძლო, რამაც საბოლოო ჯამში „ბლანკოსს“ ჩემპიონთა ლიგის 2 თასი მოაგებინა.


სანსის სახელს უკავშირდება „ინტერიდან“ რობერტო კარლოსის მოყვანა, რომელმაც „ბლანკოსის“ რიგებში 512 მატჩი ჩაატარა და 67 გოლი ჩაიწერა აქტივში. დღემდე ბევრი მადრიდისტას აზრით რობერტო კლუბის ისტორიაში საუკეთესო განაპირა მცველი იყო.

აწ უკვე გარდაცვლილი პრეზიდენტის სახელს უკავშირდება ფერნანდო მორიენტესის „ბლანკოსში“ გადმოყვანა, რომელიც 1997 წლამდე „სარაგოსას“ ღირსებას იცავდა. 1997-იდან 2004 წლამდე ფერნანდომ „ბლანკოსში“ 269 მატჩი გამართა და 100 გოლი ჩაიწერა აქტივში.

კიდევ ერთი ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც ლორენცომ განახორციელა მიატოვიჩს უკავშირდება. ფრედრაგი „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა და სულ 3 წელიწადი დაჰყო მადრიდში. სწორედ მიატოვიჩს უკავშირდება 1998 წელს გატანილი გოლი, რომელიც „იუვენტუსის“ კარში გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.

სანსის სახელს ასევე უკავშირდება დავორ შუკერისა და კლარენს ზეედორფის ტრანსფერები, რომლებმაც „ბლანკოსის“ ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ხორვატმა მოთამაშემ „მერენგების“ მაისურით 1996/99 წლებში 49 გოლის გატანა შეძლო.

ასევე აღსანიშნავია კრისტიან პანუჩისა და სტივ მაკმანამანის გამადრიდელება, რომელთა ტრანსფერებიც ასევე ლეგანდარული პრეზიდენტის ძალისხმევით მოხდა.

მიჩელ სალგადო და ივან ელგერა - ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ლორენცომ დაიმატა, მაგრამ „ბლანკოსის“ გალაქტიკოს ხანასაც მოესწრნენ.

და ბოლოს, ნიკოლა ანელკა, მთავარი იმედგაცრუება, რომელიც „მერენგებმა“ „არსენალიდან“ დაიმატეს, თუმცა ფრანგი წინახაზელი „რეალში“ დიდი ზარ-ზეიმით მოვიდა, ვინაიდან ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ და ნიჭით სავსე ფორვარდად ითვლებოდა. dle 10.1

  • Ramos
  • 22 მარტი 2020
  • 5023
  • 1

1

22 მარტი 2020 14:39

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კარლოსი და ზეედორფი იყო უდავოდ საუკეთესო ტრანსფერები სანსის ეპოქაში

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)