კაპელო:„„რეალმა“ საშიში ნაბიჯები გადადგა“
ფაბიო კაპელოს განცხადებით, მადრიდის „რეალის“ ახალი პოლიტიკა ახალგაზრდების მოზიდვასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა, თუმცა ბოლო დროს საშიში ნაბიჯები იდგმება...
„ძალიან კარგია ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გათვლით გაკეთება, მაგრამ როდესაც „რეალი“ ხარ და ყოველ სეზონში ტიტულების მოგება გევალება, ეს ნაბიჯები ცოტა საშიშია.“
„დიახ, მე დიდ პერსპეტქივას ვხედავ ბრაზილიელ მოთამაშეებში, ასევე სხვა ახალგაზრდებში, მაგრამ ფაქტი სახეზეა, გუნდში რონალდუს შემცვლელი არავინაა, ზიდანის შემადგენლობა ვერასდროს ხდება სტაბილური, ფრანგი სულ ძიებაშია და ოპტიმალურ გამოსავალს ეძებს.“
„მე ვფიქრობ, რომ მოდრიჩის, ბეილის, ბენზემას, მარსელოს, რამოსის და სხვების წასვლის შემდეგ კრიზისი დაიწყება, ვინაიდან მათ სრულფასოვანი შემცვლელები სჭირდებათ და არა პერსპექტიული ახალგაზრდები.“
„ვინისიუსი, როდრიგო, ბრაჰიმი, აშრაფი, ოდეგორი და კიდევ სხვები დიდ პერსპექტივას ქმნიან, თუმცა ვთვლი, რომ „რეალს“ მინიმუმ 4 ტოპ ვარსკვლავის დამატება სჭირდება, რათა უმაღლეს დონეზე დგომა შეძლოს.“
- 21 მარტი 2020
- 4331
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.