„რეალს“ 100 მილიონიანი გადაჭარბების საშუალება ექნება

მადრიდის „რეალი“ ზაფხულში საკმაოდ სერიოზული სატრანსფერო პოლიტიკის წარმოებას გეგმავს.


ესპანური გამოცემები საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც ფინანსური Fair Play-ს წესებთან არის დაკავშირებული.

აქამდე ფლორენტინო პერესს რეგულაციებთან არასდროა ჰქონია პრობლემა და ახლაც 100 მილიონიანი გადაჭარბება შეუძლია ტრანსფერებში.

შარშან „მერენგებმა“ საკმაოდ ბევრი დახარჯეს და ბევრი თანხა არ მიუღიათ, თუმცა 2 და 3 წლის წინანდადელი პასიურობის გამო, ხელმძღვანელობას პრობლემა არ ჰქონია.

ზაფხულში „რეალის“ ხელმძღვანელობა დაახლოებით 400 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ იძულებული გახდება გაშვებული ფეხბურთელებისგანაც დიდი თანხა მიიღოს.

Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალიდან“ 9 ფეხბურთელის წასვლაზეა საუბარი, რის სანაცვლოდ ფლორენტინო პერესმა 270-300 მილიონი ევრო უნდა მიიღოს.

მარსელო ვიეირა, ლუკა მოდრიჩი, მარიანო დიასი, ბრაჰიმ დიასი, დანი სებალიოსი, ალვარო ოდრიოზოლა, გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი და როდრიგო გოეში. ესენი არიან ფეხბურთელები, რომელთა მადრიდული მომავალი ჯერ-ჯერობით კითხვისნიშნისქვეშ დგას. აქედან ზოგიერთი იჯარის წესით წავა, უმეტესობა კი გაიყიდება, ბიუჯეტმა კი ზემოაღნიშნული თანხა ყველა ვარიანტში უნდა მიიღოს, რათა გუნდმა შეძლოს ეფექტური სატრანსფერო პოლიტიკას წარმოება და ვარსკვლავების შეძენა.

2020 წლის ზაფხულის ყველაზე დიდი მიზანი რა თქმა უნდა, კილიან მბაპე იქნება. dle 10.1

  • Ramos
  • 21 მარტი 2020
  • 2009
  • 4

1

21 მარტი 2020 14:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 5968
მბაპე კარგია მაგრამ რა ეშველება მსოფლიოს, ყველა სფერო პარალიზირებულია, ამათი კორონა და ჩინელების ყველაფერი ვატირე, რა დღეში ჩააგდეს ხალხი, ყველაფერი გააჩერეს თითონ კიდევ ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მთელ მსოფლიოს გადაუარეს და მოგებულები თითონ დარჩნენ. მალავდნენ ამ ვირუს სანამ მსოფლიოში კარგად არ გაავრცელეს, ფეხბურთს რაც შეეხება არამგონია კარგა ხანს განახლდეს ისეთი სიტუაციაა.

ამის გულისთვის რაც გააკეთეს არც ერთი ჩინელი არ უნდა მიიღოს ყველა ქვეყანამ და ვინც არიან სხვადასხვა ქვეყნებში გააძევონ უნდა ყველა თავიანთ დამპალ ქვეყანაში ჩინეთში.

მბაპეს რაც შეეხება უნდა მოიყვანონ დე ბრუინთამ და ჰოლანთან ერთად, მერე კიდევ წამოვა ცვენა ტიტულების.
-----------------------
ჰალამადრიდ.

2

21 მარტი 2020 15:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2040
დე ბრუნში რატომ უნდა გადავიხადოთ მაგხელა თნახა, როცა გუნდში მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, ისკო და კროოსი გვყავს?

3

21 მარტი 2020 23:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Batumski
დე ბრუნში რატომ უნდა გადავიხადოთ მაგხელა თნახა, როცა გუნდში მოდრიჩი, ვალვერდე, კაზემირო, ისკო და კროოსი გვყავს?

მოდრიჩი გასაყიდია, ვეღარ დადის.. კროოსიც უნდა გაყიდონ, სტიმული არ აქვს.

4

22 მარტი 2020 02:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
მოდრიჩის წასვლა კიდე ჰო მაგრამ კროაზე როგორ ამბობთ მაგას ?

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)