ჩვენი იგუ, ჩვენთან

მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, მადრიდის "რეალის" წამყვანი ფორვარდი, გონსალო იგუაინი, მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის დატოვებას გეგმავს. როდესაც, 'შორსმჭვრეტელი', კალმით (კლავიატურით) შეიარაღებული ჟურნალისტები, ლამაზი ჭორის შექმნაზე მუშაობდნენ, მხოლოდ ერთი რამ ვერ გაითვალისწინეს...


პირველი ის, რომ გონსალო იგუაინი, მადრიდელი "ინჩასების" რჩეული ფეხბურთელია, სამეფო კლუბის ხელმძღვანელები კი გულშემატკივრის აზრს ძალიან დიდ პატივს სცემენ. არსებობს მეორე და უფრო მყარი არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომ არ დატოვებს მადრიდს, არგენტინელი "ანგელოზი"... საქმე იმაში მდგომარეობს, რომ პიპიტას, "ბლანკოსთან" კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს, მის გამოსყიდვას კი მინიმუმ 115 მილიონი ევრო სჭირდება, რაც დამეთანხმებით ალბათ, ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება.

ამასთან ერთად შემოგთავაზებთ, გონსალო იგუაინის პასუხს კითხვაზე, პიპიტა მიდის? - "მადრიდელი ინჩასების გულის მოგება მარტივი როდია... რასაც ამდენი შრომის ფასად მივაღწიე, როგორ ფიქრობთ, ასე მარტივად დავთმობ? მე ამ გუნდში თავს უბედნიერეს ადამიანად და რაც მთავარია, ნამდვილ, ჭეშმარიტ ფეხბურთელად ვთვლი."

"ვფიქრობ განვილილი ორი სეზონის მანძილზე საკმაოდ სერიოზული პროგრესი განვიცადე, ეს ყველაფერი კი მადრიდელი ინჩასების მახვილი თვალის მიღმა არ დარჩენილა. მე ვთვლი, რომ "მაგიური თეთრი მაისურის" ღირსეული მატარებელი ვარ, ასე რომ ამ კლუბის დატოვებას არ ვაპირებ."


ინფორმაციის წყარო: ESPN

ავტორი: Kevlisha
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)