ეს საინტერესოა - რა შანსი აქვს ტიბო კურტუას?

როგორც იცით, დღეს, „რეალის“ ოფიციალურმა ვებგვერდმა კურტუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.


ბელგიელ მეკარეს მარცხნეა ფეხის გრძელი განმზიდველი კუნთის დაზიანება დაუდგინდა, რის გამოც, როგორც წესი, 10 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის გავლაა საჭირო.აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სამეფო კლუბის კალენდარში ორი შეხვედრაა ჩანიშნული.პირველი „ეიბართან,“ რომელიც თუ გავითვალისწინებთ პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილს, მეტად მნიშვნელოვანია, ხოლო მეორე „მანჩესტერ სიტისთან,“ სადაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სტადიის საგზურის ბედი უნდა გადაწყდეს.

დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ტიბო ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესს შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. „ქალაქელებთანაც“ მისი გამოჩენა სათუოა, თუმცა „ბლანკოსის“ სამედიცინო შტაბში პატარა სასწაულის მოხდენის იმედი აქვთ.

გამომდინარე იქედან, რომ კურტუას მოვალეობაში კარის უსაფრთხოება შედის და მას თანაგუნდელების მსგავსი ფიზიკური დატვირთვა არ აქვს პაექრობის მსველობისას, საქმეში დაბრუნებისათვის, აღნიშნული ტრავმის 100 პროცენტით მოშუშება სულაც არ მართებს.შესაბამისად, ექიმები მაქსიმალურად შეეცდებიან, რათა „რეალის“ პირველი ნომრის კონდიციები სათამაშო მდგომარეობამდე მიიყვანონ.

ტიბოს ყოფნა „მანჩესტერ სიტისთან“ გადამწყვეტ ჯახში ნამდვილად საგულისხმო იქნება.

DC dle 10.1


1

10 მარტი 2020 21:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1336
იმედია. იქნება მაგრამ რა მაინც არ მაქ იმედი რომ სიტის გავცდებით

2

10 მარტი 2020 21:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ინგლისში რამოსის გარეშე ვფიქრობ ბევრად მეტჯერ მოუწევს ხტომიალი ტიბოს ვიდრე მადრიდში😁აზარი თუ მოენატრა ეგ სხვა საკითხია:)))

3

10 მარტი 2020 22:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 775
გაუმარჯოს ბიჭებს, მოკლედ აქ ერთი 2-3 წელია რაც შემოვდივარ და თქვენს კომენტარებს ვადევნებ თვალს, ახლახანს გადავწყვიტე რომ რეგისტრაცია გამეარა საიტზე, რადგან მესაუბრა თქვენთან ერთად ისეთ საინტერესო თემაზე როგორიცაა ფეხბურთი იმედია წელს გამოგვივა ლალიგის მოგება ვიმედოვნებ, რომ ჩემპიონთა ლიგასაც გამოვჰკრავთ ხელს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა ეგ, მაგრამ ბოლომდე იმედიანად ვარ Halla Madrid! <3

4

10 მარტი 2020 22:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
წინა პანელი ჯობდა. არ მიყვარს ცვლილებები.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)