„რეალის“ კრიტიკული პერიოდი

მადრიდის „რეალი“ საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურება, როდესაც საქმე ეხება მატჩის ფინალურ მონაკვეთს.


საინტერესოა, რომ მიმდინარე სეზონში, მატჩების ბოლო 15 წუთის უყურადღებო და უფერული თამაშის წყალობით, მადრიდელებმა 6 ქულა გაანიავეს.ყველაფერი დაიწყო „ვალიადოლიდთან“ საშინაო პაექრობით, როდესაც მასპინძლები 87-ე წუთამდე იგებდნენ მინიმალური ანგარიშით, თუმცა სერხი გვარდიოლამ გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა მათ.

აღნიშნულის შემდეგ იყო „ვალენსიასთან“ 1-1 (კარლოს სოლერის გოლი 77-ე წუთზე), „სელტასთან“ 2-2 (სანტი მინა 85'), „ლევანტესთან“ 1-0 (მორალესი 78') და „რეალ ბეტისთან“ 2-1 (ტელიო 82').

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ზიდანის შეგირდებს სახარბიელო სიტუაცია არ ამ ტურნირზე აქვთ, სადაც ორ ყველაზე მნიშვნელოვანი პაექრობა სწორედ მსაჯის საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე დათმეს.კერძოდ, პარიზელებთან „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ შეხვედრაში, „რეალი“ 2 უპასუხო გოლით ამარცხებდა მეტოქეს, თუმცა 81-ე და 83-ე წუთებზე, შესაბამისად, მბაპემ და სარაბიამ ყაიმი დააფიქსირეს ტაბლოზე.

თითქმს მსგავსი სცენარი განვითარდა „მანჩესტერ სიტისთან“ პირველ მერვერდფინალში, როდესაც „თეთრები“ 78-ე წუთამდე მინიმალური ანგარიშით იგებდნენ და შემდეგ 5 წუთში ორჯერ მისცეს მეტოქეს თავის გამოჩენის საშუალება.

მაშასადამე, სეზონის დარჩენილ ნაწილში, ზინედინ ზიდანსა და კომპანიას გაცილებით მეტი მობილიზება და კონცენტრაცია მართებთ მატჩების მიწურულს, რათა ტიტულის ფასად არ დაუჯდეთ ეს ყველაფერი.

MARCA dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)