შუკერი და მიატოვიჩი: „ჯერ არაფერია დასრულებული“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, დავორ შუკერმა და პრედრაგ მიატოვიჩმა, ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.


დავორ შუკერი: „ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მოწინავე ადგილი უჭირავს იღბალს. „მანჩესტერ სიტისთან“ პირველ მატჩში, მადრიდელები მის ნაკლელობას განიცდიდნენ.რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, თუმცა „თეთრებს“ არცთუ ისე მცირე შანსი აქვთ მეოთხედფინალში გასვლის.ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ „ქალაქელები“ მაქსიმალური მოტივაციით ასპარეზობენ ამ ტურნირზე.“

„ცხადია, ფეხბურთში თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ვფიქრობ, „ბარსელონას“ ძლევით, ზიდანის შეგირდებმა სერიოზული ფსიქოლოგიური მუხტი მიიღეს.პრიმერას დასრულებამდე 12 ტურით ადრე, ჩვენ დიდებული შანსი გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენით.“

პრედრაგ მიატოვიჩი: „ეჭვგარეშეა, რომ ამდენწლიანი პაუზის შემდეგ კატალონიელების „ბერნაბეუზე“ დამარცხება დიდ თავდაჯერებულობას შემატებს კოლექტივს.მადრიდელებმა საწყისი წუთებინავდე იცოდნენ, თუ როგორ უნდა მოეგოთ მეტოქისთვის და ისინი სათანადო მომენტს დაელოდნენ.ახლა ლა ლიგაზე ყველაფერი „რეალის“ ხელთ არის.“

„ფეხბურთში მრავლადაა წარმოდგენილი რთული შეხვედრები, ამ დროს თავი უნდა იჩინოს გუნდის ხასიათმა და სულისკვეთებამ.ის, რომ „რეალმა“ სტუმრად „სიტი“ დაამარცხოს, მოულოდნელობა ნამდვილად არ იქნება.“

„ჯერ არაფერია დაკარგული.ბიჭებს ნებისმიერისათვის შეუძლიათ 2 გოლის გატანა.ვგონებ, ზიდანსა და კომპანიას ბოლო სიტყვა არ უთქვამთ ჩემპიონთა ლიგაზე.“

MARCA dle 10.1


1

5 მარტი 2020 18:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რომა - ბარსელონას
ლივერპული - ბარსელონას _ შემდეგ, რატომ უნდა ჩანდეს წარმოუდგენლად 2:1 წაგებული თამაშის შემოტრიალება სიტისთან?
ახლა იტყვით ბარსელონას მაშინდელ ფორმას და სიტის ერთმანეთს როგორ ადარებო, მაგრამ ბარსა ყოველთვის უფრო *რაკიანი გუნდი იქნება ლიგაზე, ვიდრე სიტია, როგორ ფორმაშიც არ უნდა იყონ. მითუმეტეს სიტის გამსაკუთრებულ ფორმას ამ სეზონში ნაღდად ვერ ვხედავთ, დაჟე წინა თამაშშიც გამართლების და ერთი კაცის კლასის ხარჯზე მოგვიგეს, ასე რომ არაფერია გამორიცხული.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (249)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)