ახალი ეპოქა

7 აგვისტოს რეალის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო...


ხორხე ვალდანოს სიტყვებიდან გამომდინარე გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია. გუნდის ბირთვი ჩამოყალიბდა. გუშინდელი მატჩი ამ ახალი გუნდისთვის პირველი და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.
მიუხედავად იმისა რომ თამაში აქაური დროით შვიდის ნახევარზე იწყებოდა, ოთხ საათზე უკვე იქ ვიყავი. მინდოდა მენახა მადრიდელების სტადიონზე მოსვლა. გასახდელში შესასვლელთან უკვე დამხვდა 200მდე გულშემატკივარი, რიცხვი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა. ფეხბურთელები წესით 6 საათზე უნდა მოსულიყვნენ მაგრამ 10 წუთი დააგვიანეს. ატყდა წარმოუდგენელი ხმაური და აურზაური. ადრე ვიყავი მისული და კარგ ადგილას ვიდექი, მოვახერხე ფეხბურთელების დანახვაც და სურათების გადაღებაც (ამ სურათებს დავდებ მალე).
არ შეიძლება არ აღვნიშნო ტორონტოს "გულშემატკივრები". სანამ მადრიდელები მოვიდოდნენ მანამდე სტადიონზე შევიდნენ ტორონტოს ფეხბურთელები და ხალხი რომელიც თავს დებდა მაგარ გულშემატკივრობაზე ერთმანეთს გაკვირვებული სახით უყურებდა ვინ არიან ეს ხალხიო. რამდენჯერმე ისეც მოხდა, რომ იმ ხალხის სახელი ვინც ვერ იცნეს მაისურებზე ეწერათ.
რაც შეეხება თვითონ მატჩს, დაწყებიდანვე იგრძნობოდა, რომ ეს რეალი უდიდესი ძალის პატრონია. თუ შეამჩნიეთ რონალდოს უსტვენდნენ თამაშის დაწყებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში, ეს იმიტომ მოხდა რომ მან არც აეროპორტში მოუწერა ხელი ხალხს და მატჩის დღესაც გასახდელში ისე შედიოდა ხალხს არც შეხედა, სანამ ვიღაცამ მაისური არ ესროლა. რონალდოს გაუკვირდა, მერე მაისური უკან გადაუგდო, გაიღიმა და გზა განაგრძო. ულამაზესი გოლის შემდეგ რონალდოს აღარ უსტვენდნენ და როცა გადიოდა მთელი სტადიონი ფეხზე დადგა.
რაულზე ნამდვილად არაფრის თქმა არაა საჭირო, ეს კაცი ლეგენდაა და რა შემადგენლობაც არ უნდა იყოს მისი როლი ყოველთვის დიდია რეალის თამაშში, ხოლო მისი ადგილი ხელშეუხებელი. კაკამ რამდენჯერმე კარგად დაარტყა, მაგრამ მისგან რა თქმა უნდა მეტს ველით. ბენზემა თავის სტილში თამაშობდა. მასაც ეტყობა, რომ რეალისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.
მთლიანობაში რეალის სიძლიერეზე საუბარი ნაადრევია. ეს სეზონის დაწყების შემდგეგ გამოჩნდება. dle 10.1

  • Tsintsa
  • 8 აგვისტო 2009
  • 3764
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)