ზიდანი:„მესის მიმართ დიდი ყურადღება გვმართებს“

ზინედინ ზიდანმა „ელ კლასიკოს“ წინ პრესკონფერენცია გამართა...


„ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე შანსი იმისა, რომ ვითარება შევცვალოთ. ახლა შემიძლია ნახევარი საათი გესაუბროთ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ მთავარი საქმეა, რომელიც მოედანზე უნდა გავაკეთოთ.“

„საერთოდ არ ვფიქრობ იმაზე, რომ ბერნაბეუზე „ბარსელონასთან“ ბოლო დროს კარგ შედეგებს ვერ ვაფიქსირებთ. ხვალინდელ მატჩში ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება.“

„ყველა უნდა დავტკბეთ არსებული მომენტით და დიდი სიამოვნებით დაველოდოთ ხვალინდელ დაპირისპირებას. ეს არის მსოფლიო მოვლენა.“

„ბრაითვაიტი კარგი ფეხბურთელია, ის სულ ახლახანს შეუერთდა „ბარსელონას“, სხვას ვერაფერს გეტყვით. მე გუნდებზე საუბარი მირჩევნია.“

„ლაუტარო მარტინესი? ახლა ჩვენ „ელ კლასიკოზე“ ვსაუბრობთ და არა სამომავლო ტრანსფერებზე.“

„მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები მყავს და მზად ვარ, „ელ კლასიკო“ მოვიგო. დარწმუნებული ვარ, წარუმატებლობის შემთხვევაში დიდი კრიტიკა დამატყდბა თავს. ვეცდები მაქსიმუმი გავიღო, რათა „რეალმა“ დიდი ფეხბურთი ითამაშოს და 3 ქულა ჩაიწეროს აქტივში.“

„ჩვენი მიზანი ყოველთვის ტიტულების მოგებაა, მიზანი არასდროს იცვლება.“

„როდრიგო ხან მოხვდება განაცხადში, ხანაც ვერა. ბრაზიელიელის ტალანტში ყველანი დარწმუნებულნი ვართ. გოეში ძალიან საჭირო მოთამაშეა.“

„თუ „ბარსელონას“ ვერ მოვუგებთ, მზად ვარ, მზად ვარ განვაცხადო, რომ ყველაფერს ჩემ თავზე ვიღებ, ვინაიდან ვიცი, რომ ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან.“

„მესი „ბარსელონას“ უდავო ლიდერია. ბუნერივია, არგენტინელის კარგ თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, ამიტომ მის მიმართ მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.“

„ყველა „ელ კლასიკო“ მნიშვნელოვანია, მაგრამ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ეს მატჩი სულ მცირედით უფრო დიდ ინტრიგას ატარებს, წინ დიდი მატჩი გველის.“

„ბერნაბეუზე ზედიზედ რამდენიმე თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მჯერა. „რეალი“ ბოლომდე დაიხარჯება. სამწუხაროდ, ედენის გარეშე გვიწევს კვლავ ასპარეზობა, მაგრამ ჩვენ რამდნეიმე თვის მანძილზე უამრავი დაპირისპირება დავასარულეთ წარმატებით ბელგიელის არყოფნის პირობებში. dle 10.1

  • Hala
  • 29 თებერვალი 2020
  • 10194
  • 11

1

29 თებერვალი 2020 17:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კურტუამ მსრთლა თქვა მესიზე? დდდ აი ზუსტად მაგ ნათქვამის გამო მოუწყობს ჯოჯოხეთს.

2

29 თებერვალი 2020 17:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: pepe best
კურტუამ მსრთლა თქვა მესიზე? დდდ აი ზუსტად მაგ ნათქვამის გამო მოუწყობს ჯოჯოხეთს.

ნოიერმაც ილაპარაკა მესიზე წინასწარ და მერე თამაში ისეთი ჩაუდო დღესაც ვერ გამოუღია:დ:დ:დდდდ

3

29 თებერვალი 2020 17:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: CHEPE
ციტატა: pepe best
კურტუამ მსრთლა თქვა მესიზე? დდდ აი ზუსტად მაგ ნათქვამის გამო მოუწყობს ჯოჯოხეთს.

ნოიერმაც ილაპარაკა მესიზე წინასწარ და მერე თამაში ისეთი ჩაუდო დღესაც ვერ გამოუღია:დ:დ:დდდდ

ხვალინდელი მატჩის წაგების მიზეზები მომზადებული მგონია უკვე დდდ

4

29 თებერვალი 2020 18:08

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: pepe best

ხვალინდელი მატჩის წაგების მიზეზები მომზადებული მგონია უკვე

რეალზე კაი გასაგები იქნება მარა ბარსამ თუ წააგო სად მიდიხართ მერე,კაიფი მერე ნახე wink კაცი თავდასხმის გარეშე გეჭიდავებათ ლა ლიგაში,ვაი და მართლა მოგიგოთ მაგ სირცხვილს ვინ ჩამორეცხავს კატალუნიას wink

5

29 თებერვალი 2020 18:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: toni
ციტატა: pepe best

ხვალინდელი მატჩის წაგების მიზეზები მომზადებული მგონია უკვე

რეალზე კაი გასაგები იქნება მარა ბარსამ თუ წააგო სად მიდიხართ მერე,კაიფი მერე ნახე wink კაცი თავდასხმის გარეშე გეჭიდავებათ ლა ლიგაში,ვაი და მართლა მოგიგოთ მაგ სირცხვილს ვინ ჩამორეცხავს კატალუნიას wink

რას ამბობ კაცო ჩვენ ჰო გვიბრწყინავს შეტევა დდდ აბა რონალდოთი და საუკეთესო ცენტრით მეც მაგარივარ დდდ ახა იოვიჩს თუ სკამზე სვავს ეგ არ ნიშნავს იმას რო არ ჰყავს თავდასხმელი.

6

29 თებერვალი 2020 18:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1170
ციტატა: pepe best
კურტუამ მსრთლა თქვა მესიზე? დდდ აი ზუსტად მაგ ნათქვამის გამო მოუწყობს ჯოჯოხეთს.

კურტუამ რა უნდა თქვას მესიზე? ნოიერს ქონდა სათქმელი იმიტომ რო ლეოსგან არ ქონდა გაშვებული. მაგრამ კურტუას რა ალაპარაკებს, რაც მაგან ატლეტიკოში მესისგან ფეხებშორის, და თავზე გადაგდებით გაუშვა არა მგონია ვინმეს მეტი ქონდეს მიღებული.

7

29 თებერვალი 2020 18:18

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: pepe best
რას ამბობ კაცო ჩვენ ჰო გვიბრწყინავს შეტევა დდდ აბა რონალდოთი და საუკეთესო ცენტრით მეც მაგარივარ დდდ ახა იოვიჩს თუ სკამზე სვავს ეგ არ ნიშნავს იმას რო არ ჰყავს თავდასხმელი

რეალის წინა ხაზი რომ გადაადნო ერთი მესი არ გამოვა,პლუს გრიზმანი და ნახევარი სეზონი სუარესმაც ითამაშა wink წელს ვინც უნდა ყოფილიყო გამწევი ძალა აზარი-ასენსიო ფეხბურთი არ უთამაშიათ,ბალინციდან თამაშებს ვერ მოიგებენ wink

8

29 თებერვალი 2020 18:38

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
შანსები 50-50ზეა რა მართალია მესი გვყვავს მარა ისეთი ნაგავი დაცვა გყვავს არ ვიცი რა იქნება. ფირპოს იმედად ჩემი მტერი იყოს არც ნახევარდაცვა ბრწყინავს ჩვენი ისევ მესიმ უნდა იყოჩაღოს რა სივრცეები ექნება ბლომად და მანდ უნდა გაიგიჟოს თავი. შეილება წავაგოთ საერთოდ რეალი ძაან მონდომებული იქნება 1 კვირაში 2 ტიტულს დაკარგავს ფაქტიურად. კი არის შანსები მაინც სიტის რო გაცდეთ მარა მინიმალურია. ლა ლიგაში 5 ქულით გაგისწრებთ ეგ კიდე დიდი უპირატესობა იქნება

9

29 თებერვალი 2020 18:45

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 9014
Bolo wlebshi mesis dzalian uchirs klasikoebshi mara zato sxvebi igijeben xolme tavs mainc imis miuxedavad rac arunda cudformashi iyos barsa realtan mainc bolomde ixarjebian sul

10

29 თებერვალი 2020 19:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1941
საქმეს ისეთი პირი უჩანს,რომ თამაში ფრედ დამთავრდება 1:1 ან 2:2

11

29 თებერვალი 2020 19:45

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მესიზე დიდი ყურადღების გადატანა დამღუპველი იქნება ზიზუ და უეჭ ვიცი რომ ეს შენ ყველაზე კარგად იცი
მესის ფლანგზე მენდი ედგება და არამგონია რამე ისეთი გააკეთოს რაც მატჩის ბედს გადაგვიწყვიტას
მოკლედ არამგონია მოვიგოთ
დღეს კიდე წაგება მირჩევნია რადგან ესე მაინც მოხდება გუნდის განახლება
თორე ეხლა ფრე რო გავაგოროთ სეზონის ბოლომდე რაღაცას იფროთხიალებენ კიდე და ამათი ნერვები მე არ მაქვს ამიტო ან მოგება ან არაფერი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)