მენდი: „მისგან ხშირად ვიღებ რჩევებს“

ფერლანდ მენდიმ Realmadrid TV-სთან ისაუბრა „ბარსელონასთან“ შერკინებაზე.


„მადრიდის „რეალი“ მოწადინებულია იმისათვის, რომ მოიგოს ყველა ტურნირი და ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩინოს შესაძლებლობები.ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრ შეხვედრაში მოვახერხოთ წარმატების მიღწევა.აქ ყველაფერი გამარჯვებასთანა არის დაკავშირებული, მათ შორის ვარჯიშებზეც.“

„დიახ, ჩემი პირველი „კლასიკო“ ნამდვილად განსსაკუთრებული გამოდგა. „ნოუ კამპზე“ ადრეც მქონდა ბურთი გაგორებული „ლიონის“ რიგებიდან, თუმცა აღნიშნულ საფეხბურთო არენაზე „რეალის“ ღირსების დაცვა, განსხვავებული მოვლენაა. „ბარსასთან“ მატჩი სხვა თამაშებს არ ჰგავს, ჩვენ ძალიან გვინდა მათი დამარცხება.“

„როდესაც პირველად შევხვდი ზიდანს, მან მითხრა, რომ მისი გუნდის ნაწილად მომიაზრებდა და ჩემი მხრიდან პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას ელოდებოდა.“

„ვფიქრობ, ესპანურ ჩემპიონატში უფრო მაღალი დონეა, ვიდრე ფრანგულში.ჩვენ ვმუშაობთ თავდაუზოგავად, რათა მივაღწიოთ პიკს.ყოველთვის გვინდა მაღალ დონეზე ასპარეზობა.აქ გაცილებით სწრაფი თამაშის ტემპია, მეტი მოძრაობა, მეტი სირბილი.ამასთანავე, პრიმერაში შეიძლება ქვეადგილოსანმა გუნდმაც შეძლოს გრანდის დამარცხება.“

„ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ, რთულია ადაპტაციის პროცესი, თუმცა, ჩემი აზრით, ყოველდღიურად ვაუმჯობესებ თამაშს.მინდა, რომ მაღალ მწვერვალზე ავიდე, რაც შეტევაში პროდუქტიულობას გულისხმობს.ამ მომენტისათვის გაცილებ დიდ ყურადღებას ვუთმონ დაცვას, „ლიონში“ კი პირიქით იყო.ერთი სიტყვით, იდეალური ბალანსის ძიებაში ვარ.“

„რაც შეეხება დერბის მომენტს, როდესაც ვინისიუსს პასი მივეცი, ღრმად შევირბინე ცარიელ სივრცეში და ბრაზილიელის მხრიდან ბურთის დაბრუნების შემდეგ, საჯარიმოში ბენზემა დავინახე, რომლის მიმართულებიაც ჩავაწოდე და რა თქმა უნდა, დიდებული კლასის ხარჯზე, კარიმმა კარის ბადეში გაახვია ბურთი.ეს შემთხვევითობა არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ვიცოდი რას ვაკეთებდი.“

„ბენზემას ხშირად ვესაუბრები და მისგან რჩევებს ვიღებ.ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს მოედნის გარეთაც.ყველაფერს ვაკეთებ, რომ ის პასებით მოვამარაგო.“

RealMadrid.Com dle 10.1


1

29 თებერვალი 2020 19:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1918
მენდი არ გინდა მძორი ბენზემას უკანალის ლოკვა,არ გეკადრება.მძღნერზემას რომ საერთოდ ფეხბურთელი ჰქვია,მე ეგ მიკვირს.ტიპს დრიბლინგი აქვს ნული,მოედნის ხედვა 0,მეტოქეს ვერ ატყუებს,კარში ნორმალურად ვერ ურტყავს და მაინც რეალში თამაშობს.თან 99,9% ძირითადში.აბა,ამან უნდა თქვას ბედი და ყისმათი მაქვსო რა....😆😆😆😆😆😆😆😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)