რეინიერის პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია

რეინიერმა „რეალის“ ფეხბურთელის რანგში პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა.


„მსურს თამაში და იმის დამტკიცება, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში მოხვედრის ღირსი ვიყავი. ჩემთვის საამაყოა აქ მოსვლა, რადგან მთელ ოჯახს სურდა, რომ ოცნება ამხდენოდა და „ბლანკოსის“ ღირსება დამეცვა, მართლაც საოცარი მომენტები დადგა ჩემ ცხოვრებაში.“

„მადრიდში ბევრი მეგობარი მყავს, განსაკუთრებით კარგად ვიცნობ ვინიციუს ჟუნიორს, გუშინ მის სახლში ვიყავი და ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. აქ არიან მილიტაო, გოეში, კაზემირო და მარსელო. ვამაყობ, რომ თანამემამულეებთან ერთად ხშირად ვიქნები.“

„ზუსტად ვიცი, რამხელა ზეწოლაა „რეალის“ ღირსების დაცვა, მაგრამ როდესაც აქ გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა არ დავფიქრებულვარ, მსურს, რომ დიდი მასშტაბის ფეხბურთელი გავხდე და ამისთვის ფსიქოლოგიური ზეწოლის ატანაც მომიწევს.“

„რაული კერპია, ის კასტილიაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. „ელ კაპიტანომ“ მადრიდის „რეალის“ მაისურით უამრავი მატჩი ჩაატარა და ლეგენდის სტატუსი მიიღო, ესპანელმა წარმატებები მისურვა, მას უკვე შევხვდი და ვესაუბრე. მზად ვარ, მივიღო გონსალესის დავალებები და მოედანზე გუნდის წარმატებისთვის ვიბრძოლო.“

„„რეალი“ ყოველთვის ჩემი გუნდი იყო, როდესაც მამამ დამირეკა და მითხრა, რომ შეთანხმება შედგა, ცრემლები წამომივიდა. მახსოვს ის მომენტები, მეგობართან ვიყავი და საოცარი გრძნობები მეუფლებოდა.“

„ჩემთვის „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „ინტერი“ და სხვა გუნდები მსოფლიო გრანდები არიან, მაგრამ არსებობს „რეალი“ შემდეგ სხვა გუნდები.“

„„ფლამენგო“ ჩემი გუნდია, ამ კლუბს არაერთი ტოპ დონის ფეხბურთელი გაუზრდია, რომლებიც ჩამოვიდნენ ევროპაში და ახალი ეპოქა შექმნეს. მადლობა მათ იმისთვის, რომ „მერენგებისკენ“ გზა გამიხსნეს.“

„ზიდანთან ჯერ არ მილაპარაკია. მახსოვს, როგორ ვუყურებდი ზიზუს მომენტებს და ვცდილობდი იგივე გამემეორებინა. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც ფრანგის დავალებებს და რჩევებს მწვანე მინდორზე მოვისმენ, ეს ჩემი დიდი ოცნებაა.“

„იქ ვითამაშებ, სადაც მეტყვიან, თუმცა მე მაქვს ჩემი პოზიცია, რომელზეც თავს კომფორტულად ვგრძნობ, შეტევაში ყოფნა მიყვარს. ხშირად მადარებდნენ კაკას, თუმცა რიკის დონემდე მისასვლელად ბევრი მუშაობა მმართებს, ის ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი იყო. დიდ პატივს ვცემ კაკას და ვთვლი, რომ ის ერთ-ერთი უჭკვიანესი ფიგურა გახლდათ.“

„ოჯახი ძალიან მიყვარს. სამწუხაროდ, საფეხბურთო მოვლენებიდან გამომდინარე, ხშირად მიწევდა დედისა და დების გარეშე ყოფნა, მაგრამ დღევანდელი დღე სწორედ ამის დაფასებაა, მე ბევრი ვიშრომე და ახლა მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი გავხდი.“

„მამა სამეფო კლუბის სტაჟიანი გულშემატკივარია. ყოველთვის ოცნებობდა იმაზე, რომ მადრიდელი გავმხდარიყავი. დარწმუნებული ვარ, ის დღეს ყველაზე ბედნიერია.“ dle 10.1

  • Hala
  • 19 თებერვალი 2020
  • 2798
  • 1

1

19 თებერვალი 2020 13:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რეალ მადრიდ-მანჩესტერ სიტი
ქალბატონებო და ბატონებო ვიკრიბებით გულშემატკივრები რეალის თამაშის საყურებლად.ვისაც აქვს წამოსვლის სურვილი მომწერეთ პირადში.დაგირეკავთ და ყველაფერს ვრცლად აგიხსნით.შეხვედრა იქნება ბერნარდში.
26/02/2020. 0,00
შეხვედრის დრო 20:00-21:00
ჰალა მადრიდ

дамы и господа.собираемся болельщики на матч реал мадрид-манчестер сити.у кого есть желание прийти напишите мне я вам позвоню и объясню всё по подробней. встреча фанатов состоится в 21:00 часов в одном из престижных кафе.
игра состоится 26.02.2020 0.00

Ladies and gentlemen. We are gathering fans for the match Real Madrid-Manchester City. Anyone who wants to come write me, I’ll call you and explain everything in more detail. The meeting of fans will take place at 21:00 in one of the prestigious cafes.
the game will take place 02/26/2020 0.00

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)