მადრიდისტების ბოლო მატჩი "ბერნაბეუზე?

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონი, ძალიან სწრაფად გამოგვეცალა ხელიდან.


დღეს, მადრიდის "რეალი," პრიმერა დივიზიონის 2009-2010 წლების სეზონის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს "სანტიაგო ბერნაბეუზე."გამოცემა "ას"-მა, იმ ფეხბურთელთა სია გაგვაცნო, რომელთათვის შესაძლოა ბოლო დაპირისპირება იყოს ამ უნიკალურ სტადიონზე.

სეზონის დამთავრებამდე ორი ტურით ადრე, "ბლანკოსის" რიგებიდან, შემდეგ მადრიდისტებს უწინასწარმეტყველებენ წასვლას:

გუტი: ფეხბურთელმა "ელ კლასიკომდე" განაცხადა, რომ აპირებს გუნდის დატოვებას, თუმცაღა ჯერ მაინც უცნობია, ბოლომდე გადაწყვიტა თუ არა გუტიერესმა ეს საკითხი.

ლასანა დიარა: ბოლო დროს, ფრანგმა ნახევარცმველმა აშკარად დაკარგა ნდობა მთავარ მწვრთნელთან.ვარჯიშების გაცდენა და ტრავმის იმულაცია, მის მადრიდულ კარიერას სერიოზულდ საფრთხეს უქმნის.

მაჰამადუ დიარა:
მძიმე ტრავმის შემდე, მალელი საყრდენი ვერ შევიდა ოპტიმალურ ფორმაში.სრულიად შესაძლებელია, რომ "რეალმა" მაჰამადუს დახმარებას უარი განუცხადოს.

ფერნანდო გაგო:
არგენტინელი ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აპირებდა კლუბის დატოვებას, თუმცა უშედეგოდ.ესპანელები აუცილებლად დააყენებენ სახმრეთ ამერიკელს სატრანსფერო ფანჯარაზე და სარფიანი შემოთავაზების შემდეგ, გაყიდიაც კიდეც.

გონსალო იგუაინი:
ალბათ, არეალურია 26 გატანილი გოლის ავტორმა გუნდი დატოვოს, თუმცა ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს."თეთრები" ფეხს ითრევენ, პიპიტასათვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რაც პრესის წარმომადგენლებში დიდ ეჭვებს ბადეს.

რაულ გონსალოსი: "ელ კაპიტანოს" ბედი მის ხელშია.კლუბის ხელმძღვანელები ელოდებიან ცოცხალი ლეგენდის გადაწყვეტილებას.

კრისტოფ მეტცელდერი: აღნიშნული მცველისათვის, მართლაც რომ ბოლოა "სანტიაგო ბერნაბეუს" სათადარიგოზე ჯდომა.მეტცემ "შალკესთან" მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც მომავალი წლიდან ბუნდეს ლიგას უბრუნდება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (256)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)