"რეალმა" ერთხელ უკვე გაიფორმა ჩემპიონობა "ატლეტიკთან" მატჩში

კარგად მოგეხსენებათ, რომ პრიმერა დივიზიონის 37-ე ტური ძალიან მნიშვნელოვანია უკლებლივ ყველა გუნდისათვის.სწორედ დღეს უნდა გაირკვეს, თუ სად წავა ლა ლიგის ტიტული (იმედია მადრიდში).


ჩვენ კი, გადამწყვეტი თამაშების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გადავხედოთ ისტორიას.როგორც სათაურიდან გაიგეთ, მადრიდის "რეალს" ერთხელ უკვე აქვს გაფორმებული ჩემპიონობა ბასკებთან მატჩში (თუმცაღა მაშინ მხოლოდ "ბლანკოსზე" იყო დამოკიდებული თავისი ბედი).

მოკლედ, ეს ღირშესანიშნავი მოვლენა, 2003 წელს მოხდა.მადრიდელები და ბასკები ერთმანეთს პრიმერას ბოლო ტურში გადაეყარნენ."რეალი" პირველი ადგილისათვის იბრძოდა, ხოლო "ატლეტიკი" უეფას საგზურისათვის.რასაკვირველია, გალაქტიკოსებით დახუნძლულმა სამეფო კლუბმა, არც იმ შემთხვევაში გააწბილა გადაჭედილი "სანტიაგო ბერნაბეუ."ვისენტე დელ ბოსკეს დარიგებულებმა, 3-1 გაიმარჯვეს, რონალდოს, რობერტო კარლოსისა (საჯარიმო დარტყმით გაიტანა) და ისევ რონალდოს წყალობით.

აქვე მინდა გაგახსენოთ, რომ ჩემპიონი ფეხბურთელები, როდესაც მატჩის დასრულების შემდეგ გასახდელში შევიდნენ, ძალზედ უსიამოვნო ფაქტს წააწყდნენ.სწორედ მაშინ დონ პერესმა განაცხადა, რომ გენიოსი "ულვაშას" "პენსიაზე" უშვებდა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (244)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)