37-ე ტურის ოპონენტი: ბილბაოს ატლეტიკი

ბილბაოს ატლეტიკს შემდეგ სეზონში ევროპის ლიგაზე მოხვედრა სურს. მათ ლა ლიგაში მე-8 ადგილი უკავიათ და 1 ქულით ჩამორჩებიან ვილიარეალსა და ტენერიფეს.


ატლეტიკი მუდამ ბოლომდე იბრძვის.მისმა მწვრთნელმა ჟოაკინ კაპაროსმა გუნდს შესაფერისი სტილი უპოვა. მათ დიდი შრომა ჩადეს დაცვაში და ისინი იერიშებს კონტრშეტევებზე აგებენ. ფეხბურთელები მაქსიმუმ 1 ან 2 შეხებაში ანხორციელებენ პასებს იმის იმედით, რომ მათი შემტევი ლორენტე პასებს გოლით დააგვირგვინებს.

ბილბაომ შინ ჩატარებული 18 თამაშიდან 10 მოიგო და 4 წააგო. საკუთარ კედლებში მათ აქვთ აღებული 34 ქულა, ხოლო ამის ნახევარი გარეთ თამაშისას. მათ გასვლაზე მხოლოდ 4 თამაში მოიგეს, აქედან არცერთი 2010 წელს.

კაპაროსი იყენებს 4-4-2 ტაქტიკას სადა ლორენტე არის შეტევაში. გორკა ირაიზოზი ნახევარდაცვაა, მას აზღვევენ უკნიდან სან ჟოზე და ამორებეიტა. მცველი ირაოლა არის მთავარი ფიგურა: ის სწრაფი და საშიშია.

ხავი მარტინეზს დაცვაშიც და თავდასხმაშიც შეუძლია თამაში, ამიტომ ის ნახევარდაცვაში იკავებს ადგილს. ის მხოლო 21 წლისაა, მაგრამ ბევრი სტილით შეუძლია თამაში და ასევე ზუსტ პასებს აკეთებს. მარტინეზს ასევე კარგი დარტყმაც აქვს. შეტევაში ამ ტაქტიკის შესანიშნავი დასასრულია ტოკუერო და ლორენტე.

მადრიდის რეალი და ბილბაოს ატლეტიკი ლა ლიგაში ერთმანეთს 78-ჯერ შეხვედნენ. აქედან თეთრებმა 50-ჯერ მოიპოვეს გამარჯვება, 15-ჯერ ფრედ დაასრულეს თამაში და 13 შეხვედრაში ბასკებმა სძლიეს. წინა სეზონში მადრიდმა იგუაინის 2 გოლის წყალობით 3-2 სძლია ბილბაოს.

წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • ivane
  • 7 მაი 2010
  • 1573
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)