სიმეონე:„შეცდომა არ უნდა დავუშვათ, „რეალის“ დამარცხება შესაძლებელია“

დიეგო სიმეონე მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირების წინ ჟურნალისტებს შეხვდა.


„მე ვფიქრობ, რომ ურთულესი მატჩი გველის და წარმატების გასაღები მხოლოდ შეცდომების სიმცირესა და ინტელიგენტურ ფეხბურთში არის დამალული. თუ ხარვეზები გვექნება დავისჯებით, ფეხბურთელებმა იციან, რომ ბერნაბეუზე მაქსიმალური სიზუსტე უნდა გამოიჩინონ.“

„დიდი მადლობა ზიდანს კომპლიმენტებისთვის, მისგან მსგავსი ფრაზების მოსმენა ნამდვილად სასიამოვნო იყო. ფრანგ ლეგენდას იგივე მესიჯს დავუბრუნებდი და ვეტყოდი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიმაჩნია.“

„ბენიტესი, დივანი და ნათურა? არ ვფიქრობ, რომ ამ ანეგდოტთან ვასოცირებდი. რაფაელის კრიტიკას ვერ მივიღებ, მახსოვს როგორ დააქცია მან სამეფო კლუბი.“

„„რეალის“ მთავარი პლიუსი მრავალფეროვნებაა, რომელიც ამ გუნდს შეტევაში აქვს. ზიდანმა არჩევანი უნდა გააკეთოს, არასდროს არავინ იცის, ვინ გაამაგრებს წინა ხაზს. რაც შეეხება დაცვას. ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში სამეფო კლუბს ყველაზე ნაკლები გოლი აქვს გაშვებული, ამიტომ აგრესიული შეტევა გვმართებს.“

„„მერენგები“ კარგ ფორმაში არიან, მაგრამ საგანგებოდ მოვემზადეთ ამ მატჩისთვის და გვჯერა, რომ 3 ქულის მოპოვება შეგვიძლია.“

„სირთულეები ნებისმიერი პროფესიონალის თანმდევი ასპექტია. არასდროს შემშინებია კრიტიკის და ხმაურის. მე ასე ვცხოვრობ.“

„როდესაც ბერნაბეუზე ვიზიტი გვიწევს, მაქსიმალურად ვიხარჯები. ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, ამიტომ მოგება აუცილებელია, ბოლომდე ბრძოლას ვგეგმავთ.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 31 იანვარი 2020
  • 13305
  • 5

1

31 იანვარი 2020 18:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 370
amjamad msoflios sauketeso treneri xar cholo imis miuxedavad ro reali dzaan ar gevaseba,me mainc mevasebi,zizum ki mogigo yvela jerze magram masac ki bevri uklia shenamde,es zedmeti laparaki da baqi buqoba ar ginda tore magas rac mosdevs shedeg kargad ici :d

2

31 იანვარი 2020 19:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 346
ESPN sport: ბარსელონას ფეხბურთელებს თავისუფალ დროს ახალი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი ნახირში წაიყვანს ხოლო იქიდან დაბრუნებულებს დასვენების საშუალებასაც კიარ მისცემს ისე მოაწველინებს ჩლიქოსანთა წარმომადგენლებს.. საინტერესოა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღოარებული მესიიი იქნება თუარა ძროხის ჩამოწველაშიც საუკეთესო.

3

31 იანვარი 2020 19:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 22
ციტატა: ZIDAN KING
amjamad msoflios sauketeso treneri xar cholo imis miuxedavad ro reali dzaan ar gevaseba,me mainc mevasebi,zizum ki mogigo yvela jerze magram masac ki bevri uklia shenamde,es zedmeti laparaki da baqi buqoba ar ginda tore magas rac mosdevs shedeg kargad ici :d

მსოფლიოს საუკეთესო ტრენერი?აბა კლოპი ზიზუ გუარდიოლა ვინღა არიან.ეგ სამივე ჯობია მაგ შენ დაცვით ფეხბურთის მოყვარულ ჩოლოს

4

31 იანვარი 2020 20:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1913
ციტატა: Levani1986
მსოფლიოს საუკეთესო ტრენერი?აბა კლოპი ზიზუ გუარდიოლა ვინღა არიან

ანჩელოტი, კლოპი, ზიზუ, გვარდიოლა, მოურინიო - ძაან ბევრი ჯობს. რა სიმეონე თუ ძმა ხარ 😂

5

31 იანვარი 2020 20:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 23
სიმეონეც კლასია მაგრამ სტილი აქვს ცუდი ისე კაი მწვრთნელია მგონია რომ 3-1 მოიგსბს რეალი ატლეც ძაან ტრაკშია და ფელეშიც არყავს მაგთამაშში მგონი და მგონიარომ ადვილად მოვიგებთ HALA MADRID

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 21
2 ბენზემა 17
3 სუარესი 11
4 ოკამპოსი 11

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2020 (51)
ივნისი 2020 (390)
მაისი 2020 (390)
აპრილი 2020 (396)
მარტი 2020 (507)
თებერვალი 2020 (501)