„რეალის“ მოთამაშეები სიზუსტის მხრივ „ბარსელონას“ ბევრად ჩამოუვარდებიან

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, „ბარსელონასა“ და „რეალს“ შორის გატანილი გოლების რაოდენობა საკმაოდ განსხვავებულია...


კატალონიელებმა 21 ტურში 50 გოლს მოუყარეს თავი, ხოლო მადრიდელებმა 39 ბურთს. მიუხედავად ამისა, ზიზუს გუნდს სეტიენის კოლექტივზე კარგი ბალანსი აქვს, ვინაიდან „ბარსელონას“ 25 გოლი აქვს გაშვებული, ხოლო „ბლანკოსს“ მხოლოდ 13.

ესპანური გამოცემები ერთ საინტერესო სტატისტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც ზიზუს გუნდს ნამდვილად მოუწევს მუშაობა. 21 ტურის განმავლობაში ფრანგი ლეგენდის ფეხბურთელებმა 340-ჯერ დაარტყეს კარისკენ და მხოლოდ 39-ჯერ მიაღწიეს სასურველ მიზანს, რაც იმას ნიშნავს, რომ 301-ჯერ „რეალმა“ გოლის გატანა ვერ შეძლო.

რადიკალურად განსხვავებული ციფრები აქვს „ბარსელონას“. კატალონიელმა ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში კარისკენ 264-ჯერ დაარტყეს და 50 გოლის გატანა შეძლეს. გამოდის, რომ საშუალოდ „ბლაუგრანას“ 5 დარტყმა სჭირდება გოლის გასატანად, „რეალი“ კი 1 გოლის გატანას საშუალოდ 9 დარტყმაში ერთხელ ახერხებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია დავასვკანთ, რომ ლა ლიგაში არსებული სიტუაცია (რეალის პირველი ადგილი), სამეფო კლუბის დაცვის რგოლისა და ტიბო კურტუას უმაღლესი დონის თამაშიდან გამომდინარეობს, ხოლო შეტევაში „ბარსა“ გაცილებით ეფექტურია. dle 10.1

  • Hala
  • 29 იანვარი 2020
  • 10461
  • 3

1

29 იანვარი 2020 12:21

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
neta rato,is simaxinje ro win geyoleba ra sizustezea saubari

2

29 იანვარი 2020 12:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1908
ციტატა: zizu2020
რით ვერ გაიგო ამ ხალხმა,რომ რონალდუ აღარაა გუნდში და გოლის გამტანიც არავინაა.....ახალი,მინიმუმ 2 ფორვარდია საჭირო,რომ რეალმა ძველი დიდება დაიბრუნოს.მბაპე და მანე კარგი იქნებოდა ძალიან.მათი ტრანსფერის შემთხვევაში რეალს თავდასხმის პრობლემა მინიმუმ 10 წლით მოეხსნებოდა.🖒🖒🖒

3

29 იანვარი 2020 14:33

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
რა სისულელეა ყველა დარტყმული გოლი რო იყოს მაშინ 21 თურში 300 მეტი გოლი ექნებოდაა.ის რო მაზილაა ბენზემა ეგ სხვა ამბავია მაგრამ ყველა დარტყმული გოლი ვერ იქნება
https://www.youtube.com/watch?v=JB8bbq6GZnQ
ბენზემას ფერფომანსი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)