კურტუა:„„რეალში“ იმისთვის მოვედი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო“

ტიბო კურტუამ „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა.


„2019 წლის ბოლოდან მოყოლებული სამეფო კლუბმა ბევრი გამარჯვება დააფიქსირა. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ და ესპანეთის სუპერთასზე დიდი შემართებით წავედით. ვფიქრობ, დიდი მუხტი მივიღეთ და ახლა მატჩებს ისე ვიგებთ, რომ გოლებსაც არ ვუშვებთ.“

„მსურს, რომ ყველაფერი მოვიგო, ისევე როგორც ყველა თანაგუნდელს. მადრიდის „რეალის“ მიზანი ყველა ჩემპიონატის მოგებაა, რომელზეც გუნდი გამოდის.“

„ოთხშაბათს სამეფო თასის მატჩი გველის, ასევე არ უნდა დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგა, სადაც ურთულესი მეტოქე გვყავს „სიტის“ სახით. მაქსიმუმის გაღებას ვგეგმავთ.“

„„მერენგებთან“ ერთად უკვე 2 ტიტულის მოგება შევძელი, მაგრამ ყველაფერი წინ არის. ოცნებებში ვარ ჩაფლული და ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებ მოწოდების სიმაღლეზე ყოფნისთვის.“

„შემიძლია თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო და ყველას დავუმტკიცო, რა დონეზე შემიძლია ყოფნა. ნამდვილად ვერ გეტყვით იმას, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ვარ, თუმცა მსურს მუდამ ისეთი საიმედო ვიყო, როგორიც სუპეთასის ფინალსა და „ხეტაფეს“ წინააღმდეგ მატჩში ვიყავი.“

„„რეალში“ თამაში ოცნებად მქონდა ქცეული. დედაჩემი ფიზიოთერაპევტია და ბევრი პაციენტი ჰყავდა. ერთ დღეს ერთ-ერთმა სტუმარმა იკერ კასილიასის მაისური მომიტანა საჩუქრად.“

„ჩამოსვლის დღიდან ბედნიერი ვარ. არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც „ბლანკოსში“ ჩემი პრეზენტაცია მოხდა. ძალიან მიხარია მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსების დაცვა.“

„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება არასდროს დამავიწყდება, ეს ჩემი პირველი თასი იყო, თუმცა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში წარმატების მიღწევაა. მე იმისთვის მოვედი „ბლანკოსში“, რომ გუნდის ისტორია კიდევ უფრო მასშტაბური გავხადო, ვიდრე არის.“

„ესპანეთის სუპერთასის მატჩები არასდროს დამავიწყდება, ეს დიდი მოგონებებია, რომელიც ჩემ მეხსიერებაში ჩაიბეჭდა.“

„ზინედინ ზიდანთან ერთად გატარებული ყველა დღე მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი ვიყავი მისი თამაშით ვტკბებოდი, ახლა კი ლეგენდის რჩევებს ვისმენ.“

„ედენ აზარი შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალი სპორტსმენია. ჩვენ ბელგიის ნაკრებსა და ლონდონის „ჩელსიში“ არაერთი მატჩი ჩაგვიტარებია ერთად. ვიმედოვნებ, წინახაზელი გუნდს მალე დაუბრუნდება.“

„კობი ბრაიანტი ყველას დაამახსოვრდა, როგორც კალათბურთის ლეგენდა. ეს სპორტი ძალიან მიყვარს, ვერ ვიჯერებდი მის ტრაგედიას.“

„ნაკლები გოლის გაშვება? „რეალმა“ ისწავლა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრი. ის, რომ ცოტა გოლს ვუშვებთ მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის.“ dle 10.1

  • Bernabeu
  • 27 იანვარი 2020
  • 1916
  • 3

1

28 იანვარი 2020 01:07

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Es gancxadeba momwons :)))) warmatebebi

2

28 იანვარი 2020 02:31

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
579284727 wavidet da chaujdet

3

28 იანვარი 2020 07:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1916
იმედია სტაბილურობას შეინარჩუნებ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)