კურტუა: „მის თამაშებზე გავიზარდე“

ტიბო კურტუა დამაჯერებელ თამაშს განაგრძობს.ბელგიელმა კიპერმა „ვალიადოლიდთანაც“ მშრალად შეინახა სამეფო კლუბის კარი.


„მხოლოდ საკუთარ გუნდზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული და არა მეტოქეზე.სეზონი საკმაოდ ხანგრძლივია და იქნება, როგორც აღმა, ასევე დაღმასვლები.ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ასეთი თამაშების მოგება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩემპიონობის გზაზე.საკმაოდ რთული შეხვედრა გამოდგა, მაგრამ მთავარია, რომ მოვიპოვეთ 3 ქულა.ჩვენი მიზანია სეზონის პირველ საფეხურზე დასრულება, თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი.“

„როდესაც თამაშისწინა გახურების პროცესი მიმდინარეობდა, მაშინ გავიგეთ ბრაიანტის ტრაგედიის შესახებ, რამაც ძალიან შეგვძრა.ძალიან მიყვარს კალათბურთი და შეიძლება ითქვას, მისი თამაშების შემყურე გავიზარდე.ყველანი ოჯახის გვერდით ვართ ამ მძიმე წუთებში.ის იყო გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე სპორტსმენი, რომელიც ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობდა.ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება კობი.“

„აზარი გამოჯანმრთელების გზას ადგას.ჯერ უცნობია მისი დაბრუნების თარიღი.ის უკვე ბურთით ვარჯიშობს, თუმცა ძირითად გუნდთან ერთად ჯერ არ უმუშავია.მოუთმენლად ველოდებით ედენის კვლავ საქმეში ხილვას.“

„რა თქმა უნდა, საკმაოდ დაძაბული მადრიდული დერბი გველოდება წინ.გამომდინარე იქედან, რომ „ატლეტიკო“ სამეფო თასს გამოეთიშა, უფრო მეტი დრო ექნებათ მომზადებითვის.ვფიქრობ, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ.ჩვენ ძალიან კარ ფორმაში ვართ და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილი გულშემატკივრების დახმარებით უნდა შევძლოთ თანაქალაქელების ძლევა, თუმცა მანამდე არანაკლებ მნიშვნელოვანი დუელი გველოდება „რეალ სარაგოსას“ წინააღმდეგ.“

RealMadrid.COm dle 10.1


1

27 იანვარი 2020 11:53

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Saragisas vinicius iovichebic mougeben eg araa problema, dziritadma unda daisvenos da is dzalat gundi avafetqot bernabeuze

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)