საოცარი იანვარი!

მადრიდის „რეალმა“ 2020 წელი ბრწყინვალედ დაიწყო. გარდა იმისა, რომ ზინედინ ზიდანმა უკვე შეძლო ესპანეთის სუპერთასის მოგება, იანვარში არცერთი მეტოქე არ გაახარა და აბსოლუტურად ყველა მატჩში გამარჯვებას მიაღწია. მომდევნო გაჩერება „ვალიადოლიდია“, სადაც გამარჯვების შემთხვევაში ზიზუს გუნდს ამ თვეში 100%-იანი შედეგი ექნება...


ყველაფერი 4 იანვარს დაიწყო, როდესაც სამეფო კლუბმა „ხეტაფე“ საკმაოდ მარტივად, ანგარიშით 0-3 დაამარცხა.

შემდეგ იყო ესპანეთის სუპერთასის მატჩები „ვალენსიასთან“ 1-3 და „ატლეტიკოსთან“ პენალტების სერიაში გამარჯვება.

ტრიუმფალური სვლა ზინედინ ზიდანის შეგირდებმა 18 იანვარს, „სევილიასთან“ განაგრძეს და საკმაოდ რთულ მეტოქეს 2-1 სძლიეს.

გუშინ „ბლანკოსი“ „სალამანკას“ ესტუმრა და 1-3 დაამარცხა, რაც ავტომატურად ნიშნავს „ლა კოპას“ მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას.

იანვარში ჩატარებულ 5 დაპირისპირებაში ზინედინ ზიდანის გუნდმა 11-ჯერ აიღო მეტოქის კარი და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. 2020 წელს „მერენგები“ თითო მატჩში საშუალოდ 2 გოლზე მეტს იტანენ. dle 10.1

  • Datuna
  • 23 იანვარი 2020
  • 1303
  • 4

1

23 იანვარი 2020 12:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
ხეტაფე გუნდმა კი არა კურტუამ დაამარცხა. მაგარი ბურთები აიღო და ბევრჯერ გადაგვარჩინა.
ვარანის შემთხვევით გატანილმა 1 გოლმა გატეხა ხეტაფე და დანარჩენი 2 გოლიც ამას მოჰყვა. მანამდე მშვენივრად თამაშობდნენ და უპირატესობაც ჰქონდათ

2

23 იანვარი 2020 12:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ვალიადოლიდი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი მითუმეტეს წელს არ წააგო რეალთან იმის მიუხედავად რომ აგებდა ბერნაბეუზე

3

23 იანვარი 2020 12:49

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ეგ კიარა ბრაჰიმს რატომ აფუჭებენ ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა.. სოლარის დროს კიდე ეძლეოდა შანსი და მაშინაც ძალიან კლასნი გოლი შეაგდო რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუებით.. ასე დაიგნორება ცუდია მოთამაშისთვის იჯარით მაინც გაუშვან სადმე არჯობია? ასე უთამაშებლობით მისი ნიჭი გაიქარწბა

4

23 იანვარი 2020 15:29

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1918
ზაფხულში პერესმა კილიან მბაპე იყიდოს და ზიზუ პლანეტის დაუმარცხებელ გუნდად აქცევს რეალს.hala madrid....💪💪💪💪💪⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽⚽

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)