რა შეიცვალა „კოპა დელ რეიზე?“

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ რიგი ცვლილებები განახორციელა სათასო ტურნირების რეგლამენტში.


როგორც უკვე ვნახეთ, მთლიანად შეიცვალა ესპანეთის სუპერთასის ფორმატი.თუ აქამდე პრიმერა დივიზიონისა და „კოპა დელ რეის“ გამარჯვებულები 2 მატჩიან დუელში არკვევდნენ საუკეთესოს ვინაობას, ახლა ქვეყნის სუპერთასის ტიტულისათვის ლა ლიგის ცხრილში პირველ 4 პოზიციაზე (განვლილი სეზონის შედეგების მიხედვით) მყოფი გუნდი იბრძოლებს.

ამასთანავე, ფედერაციის ბოსების გადაწყვეტილებით, აღნიშნული გათამაშება ნეიტრალურ ქვეყანაში ჩატარდება, რამაც უფრო მეტი კომერციული სარგებელი უნდა მოიტანოს, თუმცა ეს სასტიკად არ მოსწონთ ადგილობრივ გულშემატკივრებს.

შეიძლება ითქვას, რომ ძირეული განახლება განიცადა სამეფო თასის წესდებამაც.უფრო კონრეტულად, ტურნირის 1/2 ფინალამდე, ორის ნაცვლად ერთ მატჩიან დაპირისპირებებს ვიხილავთ, რაც იმით აიხსნება, რომ გრანდებისა და ქვედალიგელების თამაშების დროს, ფაქტობრივად, არ არსებობს არანაირი ინტრიგა და შესაბამისად, უბრალოდ ფორმალებას ატარებს განმეორებითი მატჩები.

კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც „კოპა დელ რეის“ მასშტაბით მოხდა, უკვე დიდი გამოხმაურბა მოჰყვა ესპანეთში.კერძოდ, გუნდები ვალდებულნი იქნებიან, სასტარტო შემადგენლობაში მთავარი გუნდის მინიმუმ 7 ფეხბურთელი განამწესონ.ანუ, მეორე გუნდისა და აკადემიის განკარგულებაში მყოფი მოთამაშეების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ოთხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსაჯს ყოველგვარი უფლება აქვს, თამაში შეწყვიტოს და ტექნიკური გამარჯვება (3-0) ჩაუთვალოს მოწინააღმდეგეს.

აღნიშნულ იდეების მთავარ ავტორად ლუის რუბიალესი (ე.ფ.ფ. პრეზიდენტი) სახელდება.
dle 10.1


1

22 იანვარი 2020 14:29

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Fu tqveni dedac ra kopa del rei vis rashi schirdeba. Gaauqmon

2

22 იანვარი 2020 15:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4878
რა იდიოტობაა, ძირითადის 7 ფეხბურთელის კიარა თუ უნდათ 11 გაყვანა აიძულონ, თუ არ აქვს მოტოვაცია მაინც ივლიან და მაინც არასანახაობრივი გამოვა. ახალგაზრდებს კი შანსს უსპობენ შანსი მიიღონ.
ამას გარდა, თუ ეს თასი პრიორიტეტი არაა გუნდისთვის, ძალით წააგებენ, როგორც რეალი მოიქცა ვიღაც ალკორკონთან რო გაასხა ძალით

3

22 იანვარი 2020 15:28

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: LUCA MODRIC
რა იდიოტობაა, ძირითადის 7 ფეხბურთელის კიარა თუ უნდათ 11 გაყვანა აიძულონ, თუ არ აქვს მოტოვაცია მაინც ივლიან და მაინც არასანახაობრივი გამოვა. ახალგაზრდებს კი შანსს უსპობენ შანსი მიიღონ.
ამას გარდა, თუ ეს თასი პრიორიტეტი არაა გუნდისთვის, ძალით წააგებენ, როგორც რეალი მოიქცა ვიღაც ალკორკონთან რო გაასხა ძალით

რათქმაუნდა ასეა 7 ძირითადის იმიტო რო თამაშს ბევრი ხალხი დაესწროს თორე კასტილიელების გამო ხო არ მოვა ხალხი.თოვლში მოუწევთ თამაში და კიდე ეს გვაკლია ვინმე გაგვიცივდეს და ტრავმა მიიგოს,ყველა ასეთი თასები რო გააუქმონ გუნდები კარგად ითამაშებენ თავიანთ ჩემპიონატებში მარა ფულს დაკარგავენ ასე ნახე ეხლა რამდენიმე წელიწადში კიდე რამეს მოიფიქრებენ და დაამატებენ რაგაც უაზრო ტურნირს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)