ფეხბურთელების კომენტარები

მადრიდის "რეალის" შვიდმა ფეხბურთელმა (ხაბი ალონსო, სერხიო რამოსი, იკერ კასილასი, ესტებან გრანერო, ალვარო არბელოა, კაკა, იგუაინი) მატჩის დასრულების შემდეგ კომენარი გააკეთა.


ხაბი ალონსო:
"ამ გამარჯვებით ჩვენ შემდეგ საფეხურზე გადავედით. თუ ტიტულის მოგება გვინდა, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. იმედი მაქვს, შემდეგ ტურში უფრო მაღალ საფეხურზე ავიწევთ.

სერხიო რამოსი:
"ეს სამი ქულა უმნიშვნელოვანესი იყო. გუნდი ფოკუსირებული იყო მთელი მატჩის განმავლობაში და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპივეთ."

იკერ კასილასი:
"ამ გამარჯვებამ აღგვაფრთოვანა. "ბარსელონა" შაბათს "სევილიას" დაუპირისპირდება. კატალონიელებს უფრო რთული მატჩი აქვთ ჩასატარებელი, ვიდრე ჩვენ. იმედია ისინი ქულებს დაკარგავენ. ჩემი აზრით, ლა ლიგის შემდეგ ტუში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა."

ესტებან გრანერო:
"კრიშტიანო რონალდო ყოველ შეხვედრაში მაოცებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ იგი დიდებული ფეხბურთელია და მან ეს წინა მატჩიც დაამტკიცა. აქ გამარჯვება აუცილებელი იყო, რადგან "ბარსელონასთან" სულ რაღაც ერთი ქულა გვაშორებს. იმედია ისინი შემდეგ ტურში დამარცხდებიან."

ალვარო არბელოა:
"რონალდო გასაოცარი ფეხბურთელია. იგი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. კრიშტიანო გუნდის ნამდვილი ლიდერია."

კაკა:
"რონალდო ფარ-ხმალს არასოდეს ყრის. მისი ბრძოლისუნარიანობა ყველას მოსწონს. ჩვენთვის მის გვერდით თამაში სასიამოვნოა."

იგუაინი:
"იკერ კასილასმა ჩვენ რამოდენიმეჯერ გადაგვარჩინა. ჩემპიონობის შანსები ჯერ კიდევ არის. ორივე გუნდუ, "ბარსელონაც" და მადრიდის "რეალიც" დიდებულ სეზონს ატარებს, თუმცა თეთრების გამარჯვება აუცილებელია.


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)