დი სტეფანო, "რეალი" და "ბარსელონა"

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ალფრედო დი სტეფანოს სამეფო კლუბში გადასვლა, დღემდე დიდი განსჯის საგანია.წლების განმავლობაში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ აწ უკვე გარდაცვლილი ლეგენდარული თავდამსხმელი „ბარსელონას“ მოთამაშე უნდა გამხდარიყო, რომ არა დიქტატორ ფრანკოს ძალისხმევა, თუმცა რეალობა ბევრად განსხვავდება ჟურნალისტური ჭორებისაგან.


სიმართლე კი მდგომარეობს იმაში, რომ 1949 წელს, ფინანსური კრიზისის დამსახურებით, რა დროსაც კლუბები ანაზღაურებას ვერ უხდიდნენ ფეხბურთელებს, თანამემამულეების მსგავსად, ალფრედომაც კოლუმბიას მიაშურა, სადაც ნარკოდილერებმა საფეხბურთო წესების უხეში დარღვევით (ისინი არ ცნობდნენ სპორტსმენების მოქმედ ხელშეკრულებებს და დიდი თანხის შეთავაზებით, ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე ახორციელებდნენ ტრანსფერებს), გარკვეულ პირატულ ლიგას ჩაუყარეს საფუძველი.ამ პერიოდში დი სტეფანომ „მილიონარიოსის“ მაისური მოირგო და შეუდგა საქმეს, თუმცა მალევე გამოჩნდა „ფიფა.“ ფეხბურთის მმართველებმა სამხრეთ ამერიკელებს წესების უგულებელყოფა არ აპატიეს და კოლუმბია გარიცხეს საერთაშორისო ორგანიზაციიდან.

ცხადია, კოლუმბიელები რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ და მყისვე დაიწყეს მოლაპარაკებები „ფიფასთან.“ შედეგად, 1951 წელს, პერუში გამართულ კონგრესზე, ისინი კვლავ დააბრუნეს ორგანიზაციაში, თუმცა იმ შეთანხმებით, რომ სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან დროებით გადახვეწილი ფეხბურთელები, ადგილობრივ კლუბებთან მოქმედი კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, კვლავ ყოფილ გუნდებს დაუბრუნდებოდნენ.წესითა და რიგით, დი სტეფანო 1955 წელს უნდა დაბრუნებულიყო მშობლიურ „რივერ პლეიტში.“

მანამდე, 1952 წელს, „მილიონარიოსის“ მოთამაშეები ჩაფრინდნენ ესპანეთში, სადაც „რეალის“ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მონაწილეობა მიიღეს 3 გუნდიან ტურნირში და საბოლოოდ გამარჯვებაც მათ დარჩათ, ხოლო ალფრედო კი გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.სწორედ აქედან დაიწყო მადრიდელების ინტერესი მის მიმართ.

აღნიშნულის შემდეგ დი სტეფანოს ცხოვრებაში თავდაგასავლების ერა დაიწყო.მას „მილიონარიოსმა“ შეპირებული თანხა ვერ გადაუხადა და ამ უკანასკნელმაც სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა.საინტერესოა, რომ სახარბიელო სიტუაცია არც იქ ელოდა და გადმოცემის ცნობით, არგენტინელი გენიოსი ბუცების ჩამოკიდებაზც კი ფიქრობდა, თუმცა 1953 წელს, რადარზე გაიელვა „ბარსელონამ.“ კატალონიელები ლადისლავ კუბალას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, შემცვლელს ეძებდნენ. „რივერ პლეიტთან“ მოლაპარეკებების წარმატებით ჩავლის შემდეგ, „კულეებმა“ 4 მილიონ პესოდ იყიდეს ალფრედო.

თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ საქმეში ჩაერთო „მილიონარიოსი,“ რომელმაც „ფიფაში“ იჩივლა.როგორც ზემოთ დავწერეთ, 1955 წლამდე, სწორედ კოლუმბიელების განკარგულებაში უნდა ყოფილიყო დი სტეფანო და შესაბამისად, ბუენოს-აირესის მკვიდრებს მისი გასხვისების უფლება არ ჰქონდათ. შექმნილი კომიკური სიტუაციიდან გამოსასვლელად, „ბარსას“ ხელმძღვანელებმა მყისვე დაიწყეს მოქმედება, თუმცა კოლუმბიური გუნდის ბოსებს ვერაფერი მოუხერხეს.შედეგად, დი სტეფანოს ტრანსფერი გაჩერდა, ხოლო „მილიონარიოსმა“ ფეხბურთელის ყიდვა მადრიდის „რეალს“ შეთავაზა.რა თქმა უნდა, დედაქალაქელებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და შესაბამისი თანხა გადარიცხეს ბოგოტაში, თუმცა გაუგებრობა არც ამით ამოწურულა.ანუ, დი სტეფანოს „რეალში“ მხოლოდ 2 სეზონის განმავლობაში უნდა ეთამაშა, ხოლო შემდეგ ისევ „რივერ პლეიტში“ უნდა დაბრუნებულიყო, რაც ავტომატურად ნიშნავდა „ბარსელონაში“ ტრანსფერის საბოლოოდ გაფორმებას. ეჭვგარეშეა, რომ მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ დათანხმებოდა. 1953 წლისს 25 ოქტომბერს, ლა ლიგის მორიგი „ელ კლასიკოს“ წინ, კლუბებს შორის შედგა ისტორიული შეთანხმება, რომლის თანახმადაც, დი სტეფანოზე სრული უფლება გადაეცათ „თეთრებს.“

ამასთანავე პრესაში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ დი სტეფანომ 3 შეხვედრის ჩატარება მოასწრო „ბარსას“ შემადგენლობაში, თუმცა არც ეს შეესაბამება სიმართლეს. მან მხოლოდ რამდენჯერმე ივარჯიშა „ნოუ კამპზე,“ ვიდრე „რეალის“ სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდებოდა, ხოლო რაც შეეხება მის ფოტოს „წითელ-ლურჯ“ მაისურში, არგენტინელმა 1955 წელს მართლაც იასპარეზა კატალონიურ გრანდში, თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო მატჩი გახლდათ.მაშინ, მსგავსი ქმედება ნორმალურად ითვლებოდა.

გულითადათ გილოცავთ სუპერთასის დაუფლებას!

პ.ს. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ჩემი პირველი სტატიაა „ჰალამადრიდზე“
dle 10.1


1

13 იანვარი 2020 17:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 40
Raa kargo statia 4 komentaria da arceers ar aginishnavt .martla kargi da sainterse ragac gavig am geniarul fexburtleze

2

13 იანვარი 2020 20:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2142
კარგი სტატიაა,დიდი ხანია ამ საიტს არ ღირსებია მსგავსი სტატიები.ზუსტად ასეთი რაღაცეები სძენს მრავალფეროვნებას ვებგვერდს და რაც უფრო მეტი მსგავსი სტატია დაიდება მით უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანიც გახდება ეს საიტიც,როგორც ადრე,ერთ დროს.მადლობა ავტორს.

3

13 იანვარი 2020 21:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1567
ძალიან კარგი სტატიაა

4

14 იანვარი 2020 00:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 502
საინტერესო სტატიაა, თუმცა იგივე ვიკიპედია და სხვა საიტები შედარებით განსხვავებულ ფაქტებს წერენ...
ეს სტატია ისეა ნათარგმნი როგორც რეალში "უკვე განხორციელებული" ტრანსფერები... :)

5

14 იანვარი 2020 09:27

  • ჯგუფი: ადმინი
  • |
  • სიახლეები: 6334
  • |
  • კომენტარები: 440
ციტატა: gio575
საინტერესო სტატიაა, თუმცა იგივე ვიკიპედია და სხვა საიტები შედარებით განსხვავებულ ფაქტებს წერენ...
ეს სტატია ისეა ნათარგმნი როგორც რეალში "უკვე განხორციელებული" ტრანსფერები... :)


ფაქტია, რომ ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები, გაცილებით რეალურია, ვიდრე ფრანკოს ჩართულობა.

მილიონარიოსმა დაბლოკა დონ ალფრედოს ტრანსფერი ბარსელონაში და არა ფრანკომ.
-----------------------
თუ აზრის დაფიქსირება ზრდიალობიანად არ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ კომენტარის გაკეთებისგან, წინააღდეგ შემთხვევაში დაიბლოკებით ! :)

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მესი 14
2 ბენზემა 12
3 სუარესი 11
4 ლორენი 8

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 პსჟ 6 5 1 0 16
2 რეალი 6 3 2 1 11
3 ბრიუგე 6 0 3 3 3
4 გალათასარაი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

დღევანდელი „რეალის“ საუკეთესო ფეხბურთელია ...

რამოსი
მარსელო
ბენზემა
კროოსი
მოდრიჩი
აზარი
ბეილი
კაზემირო



მთვლელები

საიტის არქივი:

იანვარი 2020 (399)
დეკემბერი 2019 (318)
ნოემბერი 2019 (406)
ოქტომბერი 2019 (366)
სექტემბერი 2019 (378)
აგვისტო 2019 (421)