რეალმა ტორონტო შუაზე გააპო

რონალდო, ბენზემა, კაკა, რაული - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფეხბურთელების რომლებმაც გუშინ გენიალურად ითამაშეს და ფანებს დაგვანახეს რომ ახალი გალაქტიკოსების ერა იწყება.


1 ტაიმი

პირველი ტაიმი ძალიან მაღალ ტემპში დაიწყო. ორ მხრივ შეტევებში ვერცერთი გუნდი კარში დარტყმით ვერ ასრულებდა. ზუსტად მეათე წუთზე პაბლო ვიტიმ თავისი დრიბლინგით შეაღწია რეალის საჯარიმოში და დაარტყა, მაგრამ იკერმა კარი დაიცვა. ხოლო 12-ე წუთზე კი რაულმა დაამტკიცა რომ კვლავ უბერებელი ხარია, ბენზემას ფლანგიდან ჩაწოდებულს ფეხი კაკამ დაუხვედრა მაგრამ მცველებმა ივარგეს და ბურთი რაულს მიუგორდა, ჩვენი კაპიტანი არ დაიბნა ორი მცველი მოატყუა და უძლიერესი ძელი-გოლი გაიტანა, როგორც იტყვიან მან მეკარეს აუღებელი დაურტყა. რამდენიმე წუთის შემდეგ რონალდომაც გამოიჩინა თავი. მამადუმ მაღალი ბურთი ჩააწოდა ცენტრიდან ტორონტოს საჯარიმოში, ბენზემამ თავით რონალდოს დაუგდო და მან მეკარეს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. ამ ყველაფრით ძალიან დაიბნა ტორონტო, რეალი კი განაგრძობდა მათ რბევას. რამდენიმე წუთში რეალმა კუთხური მოაწოდა, ბურთი მცველებმა გამოიტანეს იქვე აღმოჩნდა ალბიოლი და მან ისევ ჩააწოდა საჯარიმოში ბურთი, მეტცელდერმა თავით ისევ საჯარიმოში შეაბრუნა ბურთი სადაც რაულმა ივაჟკაცა და თავით მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა ტორონტოს მეკარეს. ტორონტომ 42-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვა, გუევარამ 30 მეტრიდან ძალიან სახიფათოდ დაურტყა იკერს მაგრამ ბურთი სულ ცოტათი ასცდა თეთრების ხარიხასს. 2 წუთში ჯარიმის დარტყმის უფლება უკვე გალაქტიკოსმა მოიპოვა რონალდო ბურთს გადაახტა და კარში გუტიმ დაარტყა მაგრამ უშედეგოდ ბურთი დიდ მანძილით აცდა კარს.

2 ტაიმი

გუნდის მწვრთნელებმა როგორც ყოველთვის ცვლილებები გააკეთეს, ერთადერთი გასაკვირი კაკას ცვლილება იყო.მეორე ტაიმშიც იგივენაირად განვითარდა მოვლენები როგორ პირველში. იყო ორმხრივი უშედეგო შეტევები. მომენტებში ტორონტოს თავდამსხმელები რეალს ძალიან სახიფათოდ კბენდნენ. 70-ე წუთზე გრანერო მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა ტორონტოს საჯარიმოში პასი მისცა კარიმს რომელმაც არ დაახანა და ბურთი პირდაპირს კარში შეაგდო. რამდენიმე წუთში სტადიონზე რონალდოს ნაცვლად ხაბი ალონსო გამოჩნდა და მისი დებიუტიც შედგა. 0-4 ტორონტოსთვის ძალიან დიდ სირცხვილი იყო და ძალიან გამოცოცხლდა. მაგრამ ამ გამოცოცხლებას მე უფრო რეალის დაღლას დავარქმევ. ტორნტოს ფეხბურთელემა დუდეკს შორი დისტანციიდან დაურტყა დუდეკმა ბურთი ცხვირწინ მოიგერია, სადაც მეტცელდერს გამოქცეული გაბე გალი დახვდა და რეალს გოლი გაუტანა.სულ მალე რობენის წამოწყებული კონტრშეტევა თვითონვე დაასრულა გოლით.

ავტორი: SkinHeaD წყარო : Goal.Com dle 10.1

  • Skinhead
  • 8 აგვისტო 2009
  • 3337
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)