"მალიორკა" - მადრიდის "რეალი" [პრევიუ]

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 36-ე ტურში, მადრიდის "რეალი" "მალიორკას" ესტუმრება.


მანუელ პელეგრინის დარიგებული ბიჭების მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა."სამწუხაროდ, თავიანთ თანაგუნდელებს რაული, ვაარტი, პეპე, ლასი და მარსელო ვერ დაეხმარებიან.პირველ ოთხეულს ტრავმების გამო უწევთ უქმობა, ხოლო უკანასკნელს დისკვალიფიკაციის გამო.ასევე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ შემადგენლობაში დაბრუნდა როისტონ დრენტე.

"ოსასუნას" ძლევის შემდეგ, "ბლანკოსის" გასახდელში საბრძოლო სულისკვეთება სუფევს.ამაზე მოწმობს ანდალუსიელი რამოსის სიტყვებიც: "ყველაფერს გავაკეთებთ, 98 ქულის მოსაპოვებლად."

მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური განწყობაა მოწინააღმდეგის ბანაკშიც."მალიორკელები" ნანატრი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად არავის ინდობენ.გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბორხა ვალერომ, შემდეგი რამ განუცხადა პრესკონფერენციაზე შეკრებილ ჟურნალისტებს: "ჩვენ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გველის სტადიონზე.თუ პირველი ოცი წუთი ჩვეულად გავაგორეთ ბურთი, მეტოქე შეშინდება, რაც ჩვენ წისქვილზე დაასხამს წყალს."როგორც ხედავთ, ყველაფერთან ერთად დიდი ილუზიონისტიც ყოფილა ჩვენი ბორხა.

აქვე მოგახსენებთ, "მალიორკასა" და "რეალის" ურთიერთშეხვედრებზეც.სულ 49-ჯერ წარდგნენ კლუბები ერთმანეთის პირისპირ.აქედან "თეთრებმა" 30-ჯერ დაჯაბნეს მეტოქე, 10-ჯერ ფრე ითამაშოს, ხოლო 9 შემთხვევაში თვითონ დაიჯაბნეს თავი.ბურთების შეფარდება 99-47-ზეა, რაღა თქმა უნდა მადრიდის სასარგებლოდ.

სტატიის ბოლოს იმის შესახებაც გეტყვით, რომ "ონო ესტადიზე," მიმდინარე სეზონში მხოლოდ "სევილიელებმა" და "ბარსელონელებმა" მოახერხეს გამარჯვებების მოპოვება. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)