ბუტრაგენიო:„ძალიან ძლიერი კონკურენტი გვყავს“

ემილიო ბუტრაგენიომ „სიტის“ მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა...


„ჩვენ გვაქვს დიდი ენთუზიაზმი და სრულ ნდობას ვუცხადებთ ფეხბურთელებს. 1/8 ფინალში იოლი მეტოქე არ არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „სიტის“ სახით ძალიან სერიოზული კონკურენტი გვყავს. პეპ გუარდიოლამ იდეალური გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ყველა ტურნირზე აცხადებს პრეტენზიას.“

„ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ტიტულის მოსაპოვებლად.“

„აუდიტორია ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვს და ეს ბუნებრივიცაა. „რეალი“ ყოველთვის და ყველგან ფავორიტის სტატუსით სარგებლობს.“

„ბოლო წლებში ბრიტანულ ფეხბურთში დიდი თანხა ჩაიდო. მხოლოდ „სიტიში“ მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ფაქტია, რომ ამ გუნდმა არნახული პროგრესი აჩვენა. ყოველივე ზემოხსენებული მიუხედავად, ჩვენ „რეალი“ ვართ და მოგვეთხოვება, რომ 1/4 ფინალში გავიდეთ და შვეიცარიაში ახალ წილისყრას დავესწროთ.“

„დარწმუნებული ვარ, ორ დიდ მატჩს ვიხილავთ. გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ორი დიდი გუნდი ხვდება, ასევე საინტერესო იქნება ზინედინ ზიდანისა და პეპ გუარდიოლას ჭიდილი.“

„პირველი მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე იმართება, სადაც ვალდებულნი ვართ, გავიმარჯვოთ და მანჩესტერში მშვიდად ჩავიდეთ.“ dle 10.1

  • Ramos
  • 16 დეკემბერი 2019
  • 1520
  • 1

1

16 დეკემბერი 2019 21:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 16
აბა რა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)