კარვახალი:„საუკეთესოების ადგილი „რეალშია“, მათ შორიც მბაპესიც“

დანიელ კარვახალმა ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრა...


„დარწმუნებული ვარ, მადრიდის „რეალთან“ თამაში არცერთ ევროპულ გრანდს არ სურს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მინიმუმ ერთ სუპერდაპირისპირებას აუცილებლად ვიხილავთ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ.“

„მომდევნო დღეები ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული იქნება. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმუმი გავაღოთ და წარმატებას მივაღწიოთ. აუცილებლად იქნება ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრის და საუბრის დრო, მაგრამ ახლა სრულად ლა ლიგაზე ვართ გადართულები.“

„ერნანდეს ერნანდესი მაღალი კომპეტენციის მსაჯია. ვიმედოვნებ, „ელ კლასიკო“ პრობლემების გარეშე ჩაივლის.“

„უსაფრთხოების დაცვაზე ფიქრი მე არ შემიძლია, ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული.“

„ზიდანი დიდებული სპეციალისტია, დარწმუნებული ვარ, „ელ კლასიკოში“ „რეალი“ მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს.“

„კრიშტიანოს განცხადება? დიდი სიამოვნებით შევხვდებოდით „იუვენტუსს“ ფინალში. ეს უკვე ბევრის მანიშნებელი იქნება.“

„კარგი იქნება, თუ მბაპე მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება, რადგან აქ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ადგილია. მბაპეს ზუსტად ანალოგიურს ვეტყოდი>“

„როდრიგოს და ვინიციუს ჟუნიორის შრომა აუცილებლად უნდა დაფასდეს. ბრაზილიელი ბევრს ირჯებიან და ცდილობენ, გუნდში თავი დაიმკვიდრონ, მათ დიდი მომავალი აქვთ.“

„აზარი ტრავმას ირჩებს და მალე დაგვიბრუნდება, ბელგიელმა არაერთი ეფექტური მატჩი ჩაატარა სამეფო კლუბში.“

„მარცხენა ფლანგზე თამაში? ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზიდანი. მარცნივ მენდის და მარსელოს გარდა ნაჩოც გვყავს, გარდა ამისა ფლანგზე თამაშის გამოცდილება მილიტაოსაც აქვს.“

„15, 18 და 22 დეკემბერს, ჩვენ 3 უმძიმესი შეხვედრის გამართვა მოგვიწევს. გვსურს, რომ სამივე მოვიგოთ და 9 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“


dle 10.1

  • Hala
  • 13 დეკემბერი 2019
  • 4619
  • 1

1

13 დეკემბერი 2019 22:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1336
15ში . დანი იმედია მოვიგებთ . და . 18ში მინიმუმ არ . წაგება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)