ზიდანი:„ვინიციუს ჟუნიორის მომავალზე გადაწყვეტილება მივიღეთ“

ზინედინ ზიდანმა „ალავესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

„ვფიქრობ, წინ რთული მატჩი გველის საკმაოდ სოლიდური მეტოქის წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ გასვლითი პაექრობა გვიწევს და მაქსიმალური ყურადღებაა საჭირო. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარგად სჩანს, რომ თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარე, აუცილებელია ყველა წამის განსაზღვრა და მატჩის სტარტიდან ფინალურ სასტვენამდე კონცენტრაციით ასპარეზობა.“

„ბენზემა ძალიან დიდი მასშტაბის ფეხბურთელია და მისი წარმატება საერთოდ არ არის გასაკვირი, ის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის შედის.“

„ოქროს ბურთი? მე მყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები და სწორედ ისინი იმსახურებენ ოქროს ბურთს, ამ საკითხზე სხვა კომენტარის გაკეთება ამ ეტაპზე არ შემიძლია.“

„პიკეს ქმედებების შეფასება ჩემი საქმე არ არის. „ბარსელონას“ ფეხბურთელებზე ფიქრის დრო არ მაქვს, მე მხოლოდ „ალავესზე“ ვარ კონცენტრირებული.“

„მოდრიჩი მოდრიჩია და ამით ყველაფერი სრულდება, ხორვატისა და ვალვერდეს შედარება სისულელედ მიმაჩნია. ლუკიტას გამოცდილება ფასდაუდებელია და ის კლუბში უდიდეს როლს ასრულებს. ფედემ ახლა დაიწყო კარიერა და წინ დიდი მომავალი აქვს. ყველა ფეხბურთელს პატივს ვცემ და ჩვენ ერთ მიზანს ვემსახურებით, მიხარია, რომ ვალვერდეს სახით ღირსეული ფეხბურთელი გვყავს, რომელიც კონკურენციას ტოპ ვარსკვლავებს უწევს.“

ზიდანი:„ვინიციუს ჟუნიორის მომავალზე გადაწყვეტილება მივიღეთ“

„ვინიციუს ჟუნიორი გუნდიდან არ მიდის, ეს გადაწყვეტილება მიღებულია. ბრაზილიელის გარდა კოლექტივში 25 მოთამაშე მყავს, შანსი ყველას მიეცემა, აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავ. ბრაზილიელმა იცის, რომ ბევრი უნდა იმუშაოს და დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობებ. ჭორები მისი წასვლის შესახებ დასასრულს უნდა მიუახლოვდეს.“

„აზართან დაკავშირებით სიახლე არ მაქვს. ედენის ტრავმა მძიმე არ არის, მაგრამ რეაბილიტაციას საჭიროებს. ყოველ დღეს მნიშვნელობა აქვს, მისი პროგრესი თავად მასზეა დამოკიდებული. დიდი იმედი მაქვს, რომ ბელგიელი კოლექტივს მალე დაუბრუნდება.“

„სირთულეები ფეხბურთელების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, აქედან გამომდინარე ბეილის სიტუაციაც ბუნებრივია. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, რომ უელსელის მიმართ სიყვარული და პატივისცემა გამოიჩინოს, ვინაიდან ის წლების მანძილზე ქმნიდა „ბლანკოსის“ ისტორიას და დღესაც ამ საქმიანობას განაგრძობს.“

„ბრაჰიმ დიასი და მარიანო? იანვარზე საუბარი ახლა არ მსურს. დიახ, შესაძლოა ორივე წავიდეს, ანაც ორივე დარჩეს გუნდში. ტრანსფერებზე ფიქრის დრო არ არის. ახლა მხოლოდ თამაშების მოგებზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ორივე მოთამაშეს ბოლომდე დახარჯვისკენ მოვუწოდებ.“

„რატომ არ თამაშობს ვინიციუსი? ბრაზილიელი ყოველთვის მზად უნდა იყოს და მოწოდების სიმაღლეზე იდგეს, ახლა როდრიგოს ეპოქაა, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ვინი აღარ გვჭირდება. ვიმეორებ, 26 ფეხბურთელი მყავს და შანსს ყველას ვაძლევ. ვნახოთ, რა მოხდება „ალავესთან“ მატჩში.“

„მწვრთნელი მე და გუნდის მდგომარეობის შესახებ ყველაზე მეტ ინფორმაციას ვფლობ. ამ ეტაპზე ფლანგებზე როდრიგოსა და აზარის გამწესებას იდეალურ ვარიანტად მივიჩნევ, თუმცა ტრავმის გამო ცვლილებებს უნდა მივმართო. სხვა შემთხვევაში ოპტიმალურ ვარიანტად როდრიგოს, ბენზემას და ედენის ტრიო მიმაჩნია.“

„ისკოს ძალიან კარგად ვიცნობ და ზუსტად ვიცი მისი შესაძლებლობებიც. მიხარია, რომ ესპანელმა „პსჟ“-სთან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და მარგი ქმედების მაღალი კოეფიციენტი დააფიქსირა.“

„დიახ, მილიტაო ცოტას თამაშობს, მაგრამ ის აუცილებლად მიიღებს შანსს. ბრაზილიელის მომავალს იმედის თვალით ვუყურებთ, ის ცენტრში ძალიან პროდუქტიულია და ვარანი-რამოსის წყვილიდან ერთ-ერთის უპიროვო შემცვლელად ითვლება.“

„ვალვერდეს წინსვლა არ მიჭირს, ის ძალიან მიზანდასახული და თავდაჯერებული ფეხბურთელი გახლავთ, როგორც დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს, ასევე შეტევაშიც. ურუგვაელს ძალიან დიდი მომავალი აქვს. ფედერიკო ბევრს სწავლობს თანაგუნდელებისგან და ყველას აჩვენებს ურყევ, მტკიცე ხასიათს.“

„ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ თამაშს აუცილებლად ვუყურებ, რადგან ფეხბურთი მიყვარს და მსგავსი მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მექნება. ამის მიუხედავად ჩემთვის უმნიშვნელოვანესი მაინც „ალავესთან“ დაპირისპირებაა. პირველ რიგში ჩემ გუნდზე უნდა ვიფიქრო.“

„უნაი ემერის „არსენალიდან“ დათხოვნა? მან არაერთხელ დაამტკიცა საკუთარი კლასი. ყოველთვის ძალიან სამწუხაროა, როდესაც მწვრთნელებს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ. არ ვიცი დაბრუნდება თუ არა ემერი ლა ლიგაში, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის უმუშევარი არ დარჩება.“

„ოქროს ბურთი? რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ცერემონიაა. არ მავიწყდება ის დღე, როდესაც საუკეთესოდ მოდრიჩი დაასახელეს, ის მომენტი ლუკასთვის საუკეთესო იყო.“ dle 10.1

  • Datuna
  • 29 ნოემბერი 2019
  • 5419
  • 4

1

30 ნოემბერი 2019 06:48

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ყველას აძლევ ხო შანსს ზიზუ? გეყოფა ამდენი დაბოლება გეყოფაა.. დავიწყოთ მილიტაოთი ასევე იოვიჩი მარიანო ბრაჰიმი ესენი ალბათ გადაღლილები არიან თამაშით და ასვენებ ეტყობა მნიშვნელოვანი თამაშებისთვის.. ბრაჰიმი არადაც რაკარგი ბიჭი ჩანდა სოლარის ხელში.. მარიანოც კარგად შემოდიოდა.. იოვიჩი რაციყო აინტრახტში კიდე ყველას კარგად მოეხსენება მარა სამწუხაროდ ამდენი უთამაშებლობით რაც იყო იმის მეოთხედიც ვეღარაა..დროულად უნდა დატოვონ კლუბი ბრაჰიმმაც მარიანომაც და იოვიჩმაც

2

30 ნოემბერი 2019 11:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
ციტატა: mbape10

მიტო არ იყო რო ფრინავდა რეალი სოლარი მაგ ფეხბურთელებს რო ათამაშებდა, ფაქტია რა სასტავსაც აყენებს ზიდანი და ათამაშებს ამართლებს და მე პირადად რეალის წარმატება უფრო მიხარია ვიდრე იოვიჩის ვინიციუსის და ბრაჰიმის ფორმაში ჩადგომა

3

30 ნოემბერი 2019 12:17

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: papacha

სოლარის არყავდა იოვიჩი, მილიტაო, მენდი, როდრიგო, ხამესი, აზარი. ეს ჩამონათვალი რომ ყოლოდა რაიცი რასიზამდა.. მე სოლარის და ზიზუს არვადარებ და 100წელიც არ შევადარებ უბრალოდ ფაქტი ფაქტად რჩება მის ხელში ახალგაზრდები უფრო ვითარდებოდა.. ვინიციუსის პროგრესი სოლარის დამსახურებაა ბრაჰიმიც მოხოდა მას რომ ყოლოდა იოვიჩი დღეს ბევრად უკეთესი იქნებოდა ლუკა ვიდრე ეხაა.. ზიზუსი ვერგავიგე ერთი რამ თუარ გჭირდება მოთამაშე რატომ ყიდულობ მას? და რატომ აყენებ მის კარიერას საფრთხის ქვეშ? რატო იყიდა იოვიჩი ვინმე მეტყვის? დაებლოკა ტრანსფერი.. მარიანო არყავდა რომელიც სამ და ხუთ წუთს დაჯერდებოდა? რა საჭირო იყო იოვიჩი?

4

30 ნოემბერი 2019 14:21

სოლარის არ ვაკნინებ , მე ფეხბურთელის როლზე და ფორმაზე მაქ საუბარი და როგორ აისახება ის გუნდზე, ფორმაში რო იყოი ვინი იოვიჩი და ბრაჰიმი თუნდაც და იმას ასრულებდნენ ზედმიწევნით რასაც მწვრთნელი ავალებს ელემენტარული როდრიგოს მაინც გაუწევდნენ კონკურენციას ხო? ტრანსფერებს რაც შეეხება დარმწუნებული ვარ იოვიჩიც ბაბუს ამოჩემება იყო და თუ იყიდეს ისიც სამომავლო პერპექტივით, აი თუნდაც ეხლა რო ბენზემა შეცვალო 60 წუთზე, კაცი ბომბარდირობისთვის იბრძვის პირველად 10 წლის განმავლობაში, მითუმეტეს ჯანზე არი და დაღლა არ ეტყობა,პლიუს გუნდისთვის რამხელა სარეგებელი მოაქვს ყველა ვუყურებთ შეცვლიდი იოვიჩით? რომელიც სრულიად ახალი სახეა, სამომავლო გათვლაზეა გაკეთებული და არც ისეთი სახელით მოვიდა რო ვინმეს სკამზე დასდმა ვერ გაებედა და რაღაც გარანტიებით მოსულიყო, იცის რო ბენზემა 32 წლისაა და გაისად დრო გაეზრდება და 2 წელში იოვიჩი გახდება ძირითადის იგროკი თუ დაიმსახურებს რათმქაუნდა! დღეს გუნდისთვის უკეთესი როგორც არი ისე აკეთებს ზიდანი და ჩემი აზრით სწორადაც იქცევა

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1

მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)