ზიდანი:„ჩვენ 3 ქულას ვიმსახურებდით, „პსჟ“-ს ბევრად ვაჯობეთ“

ზინედინ ზიდანმა „პსჟ“-სთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„პირველ რიგში უნდა შევეხოთ ედენ აზარს. ბელგიელი ფეხბურთელი დაშავდა. ვნერვიულობ, ვინაიდან ეს ძალიან ცუდი ინფორმაციაა. ახლაც ველოდები გამოკვლევის შედეგებს და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“

„ყველაფერი იქეთ მიდიოდა, რომ 3 ქულას მოვიპოვებდით, მაგრამ ზუსტად 5 წუთიანმა ჩავარდნამ ყველაფერი შეცვალა. დღეს ყველა ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ. სამწუხაროა, რომ ვერ გავიმარჯვეთ.“

„ისკო ალარკონი ძალიან კარგად მოძრაობდა. ესპანელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.“

„კეილორის კარგი თამაში არ მიკვირს. არაერთხელ მითქვამს, რომ კოსტარიკელი ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მისთვის ბერნაბეუზე თამაში მარტივი არ იყო, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად შეასრულა.“

„კიდევ შეყვარებული ვარ თუ არა მბაპეზე? რა თქმა უნდა, ის დიდებული ფიგურაა.“

„მეორე ტაიმში ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მატჩის ბედი ჩვენმა მოდუნებამ გადაწყვიტა. მნიშვნელოვანია, რომ 1/8 ფინალში უკვე გავედით, მაგრამ გუნდის თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, გამარჯვებაზე პრეტენზია ლოგიკური იყო.“

„ვალვერდე ჩვენი წარმატების ერთ-ერთი გასაღებია, ის შესანიშნავად გამოდის და გუნდს დიდ დახმარებას უწევს.“

dle 10.1

  • Ramos
  • 27 ნოემბერი 2019
  • 4272
  • 2

1

27 ნოემბერი 2019 14:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 45
ვალვერდეს დიდი მომავალი აქვს საოცარია ეს ბიჭი

2

27 ნოემბერი 2019 15:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1006
გუშინდელი თამაში იყო ერთი სიამოვნება, მიუხედავად იმისა რო ვერ მოვიგეთ მაინც კმაყოფილი ვარ. ყველას ნავასი არ ეყოლება კარში და ესეთი თამაშით ბარეორ გრანდს ამოისვრის ზიზუ. მაინც იპოვა ბალანსი და შეკრა გუნდი. რაც წინა წლებში კაზემირო იყო გუნდისთვის ისაა წელს ვალვერდე კაზესთანერთად რათქმაუნდა! აღმოჩენაა ზიდანის ტიპი. ერთი რამოსი მიშლიდა მარტო ნერვებს ისევ რომ ქაჯობდა! ძაან ობს და დაგვღუპავს მაგის პარპაში გადამწყვეთ თამაშში, მეტოქეს რომელსაც ყავს მბაპე იკარდი დიმარია და მერე ნეიმარი შემოყავს ეს ბენზემას ადგილზე გარბის პასი მომეცით გოლი გავიტანოო, თუ რომელიმსე აჯობებს სისწრაფეში! არ ვიცი ტრაკი როაქ მოსაყენებლი ერთ ადგილზე ფაქტია

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)