ოდრიოზოლა:„მადრიდის „რეალი“ საფეხბურთო ევერესტია“

ალვარო ოდრიოზოლამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...


„არასდროს დამავიწყდება ის მომენტი, როდესაც მადრიდის „რეალმა“ კონტრაქტი შემომთავაზა. ეს არის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი და საფეხბურთო ევერესტი. არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როდესაც ჩემი პრეზენტაცია შედგა. ოჯახის წევრების წინაშე ვიდექი და ბედნიერებას ვერ ვმალავდი.“

„როდესაც კარიერას დავასრულებ, აუცილებლად ვიტყვი, რომ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ, იმ ფეხბურთელებიდან, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ღირსება დაუცვიათ.“

„ბერნაბეუზე თამაში დიდი მოტივაციაა, როდესაც მწვანე მინდორზე შევდივარ ყველაფერი მავიწყდება და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვიდგე და გუნდს დავეხმარო.“

„კაზემირო ჩემი საუკეთესო მეგობარია. ბრაზილიელი არის ფიგურა, რომელმაც თავგანწირვით, თავდადებით და მუდმივი შრომით საუკეთესო შედეგს მიაღწია, ის დაუჯერებელი კლასის ფეხბურთელია და გასახდელშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.“

„ზიზუსთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ყველა ვარჯიშის დასრულების შემდეგ ვხვდები, რომ მისი რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია.“

„სანამ „სოსიედადში“ პროფესიონალურ დონეზე თამაშს დავიწყებდი, მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ვთამაშობდი. ძალიან მიყვარს შეტევა და წინა ხაზში ყოველთვის ბედნიერად ვგრძნობ თავს. შემდეგ იმანოლ ალგუასილმა მარჯვენა მცველის პოზიციაზე მომასინჯინა ძალები და ყველა ერთად შევჯერდით, რომ ეს იყო პოზიცია, რომელზეც ყველაზე ნაყოფიერად ვთამაშობდი. უკვე წლების მარჯვენა მცველად ვითვლები.“

„როდესაც მცველი ხარ, ყოველთვის უნდა შეისწავლო მეტოქის სტილი, რომელიც შენი ფლანგიდან უტევს, თუმცა დღევანდელ ფეხბურთში უმთავრესი მაინც ინტენსივობაა.
როდესაც ფლანგიდან შეტევაში ერთვები, დიდი სისწრაფეებით განვითარება გიწევს, რომ უკან დროულად დაბრუნდე და მეტოქეს სივრცეები არ გაუჩინო.“


„მთელი ბავშვობა ოცნებებში გავატარე. ყოველთვის მინდოდა დიდი ფეხბურთი მეთამაშა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვირიცხები.“

„სამეფო კლუბის ქომაგები მომთხოვნები არიან და ეს ბუნებრივიც არის. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ყოველთვის ტიტულების მოგება მოეთხოვება.“

dle 10.1

  • Ramos
  • 26 ნოემბერი 2019
  • 1336
  • 1

1

26 ნოემბერი 2019 16:01

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აი არ იცის?? ნაღდი ეს კაცი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)