კურტუა:„ნეიმარის არ მეშინია, თუმცა ის ერთ-ერთი საუკეთესოა“

ტიბო კურტუამ „პსჟ“-სთან დაპირპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...


„წინ ძალიან რთული თამაში გველის. ზუსტად ვიცი, რა შეუძლია ფრანგულ კლუბს, მაგრამ ისიც ვიცი და ვაცნობიერებ, რამდენად მნიშვნელოვან პაექრობას ჩაატარებს „რეალი“ საკუთარ მოედანზე.“

„„პსჟ“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს და ვთვლი, რომ კარის მშრალად შენახვა გმირობის ტოლფასი იქნება, თუმცა ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.“

„ბეილის გამოფენილი დროშა? არ მაქვს უფლება ვისაუბრო სხვა ფეხბურთელზე და ქომაგების რეაქციებზე, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. ის ვიცი, რომ უელსელი „ბლანკოსისთვის“ ბოლომდე იხარჯება.“

„თუ ნეიმარი გოლს გამიტანს, ვიტყვი, რომ ჩემ კარში ბურთი მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა შეაგდო.“

„ბეილი პროფესიონალია. არ ვიცი რატომ სვამთ ამდენ კითხვას უელსელის შესახებ, ჩვენ ხომ ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ვსაუბრობთ.“

„გუნდი 100%-ით მზად არის და ყველა მოთამაშე შემართულია. ჩვენ უნდა მოვიგოთ და 3 ქულა ჩავიწეროთ აქტივში.“ dle 10.1

  • Ramos
  • 25 ნოემბერი 2019
  • 5060
  • 1

1

26 ნოემბერი 2019 09:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 534
ამ თამაშს იმედიანად ვხვდები. აშკარაა, რომ რეალმა ძალიან მოუმატა თამაშის დონეს. წარმატებები ბიჭებს დღეს!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)