ზიდანი:„„რეალს“ ძალიან დიდი პროგრესი აქვს, ყველა მატჩი ფინალია“

ზინედინ ზიდანმა „ეიბარის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„გუნდს აშკარა პროგრესი აქვს, რაც ძალიან მაბედნიერებს. ყველა მატჩს ისე უნდა შევხედოთ, როგორც ფინალს. ყველა ქულას მნიშვნელობა აქვს, წინსვლა უნდა განვაგრძოთ და ბევრი ვიმუშავოთ. „მალიორკასთან“ უსახური მატჩის შემდეგ ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ უკეთესი ფეხბურთი გვეჩვენებინა. ბოლო მატჩებში ძალიან მოვუმატეთ.“

„ეს ალბათ საუკეთესო 45 წუთი იყო, მას შემდეგ რაც „რეალს“ ხელახლა ჩავუდექი სათავეში. რა თქმა უნდა ლა ლიგაზე ვსაუბრობ, სხვა შემთხვევაში „გალათასარაისთან“ მატჩს გამოვყოფდი.“

„გუნდი უკვე რამდენიმე მატჩია გოლს არ უშვებს, რაც კიდევ უფრო გვაბედნიერებს.“

„რამდენიმე ცვლილება შევიტანე შემადგენლობაში და ვთვლი, რომ ყველამ კარგად იასპარეზა. მენდი ბრწყინვალე იყო, იგივეს ვიტყოდი ვალვერდესა და ვასკესზე. მოდრიჩმა საოცრად ითამაშა, ტონის კი დასვენების საშუალება მივეცით.“

„ფედერიკოს საოცარი დარტყმა აქვს, რისი დემონსტრაციაც ამ მატჩში მოახდინა.“

„ლეონარდოს კრიტიკა? ამაზე უკვე ვთქვი, რომ ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. მეტსაც გეტყვით, ასეთი რამ ჩემთვის არავის გაუბედავს და მოვა დრო, როდესაც მას ყველაფერზე პასუხის გაცემა მოუწევს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 10 ნოემბერი 2019
  • 8508
  • 1

1

10 ნოემბერი 2019 12:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 10
როგორ მიყვარს ტონი, ყოველთვის ჩემი ქება დიდების ობიექტი იყო და გული მწყდება როცა ვხედავ რამდენად მობილური და გაცილებით ეფექტური იყო მის გარეშე დახევარდაცვა, ნეტა დროზე გამოფხიზლდებოდეს, დიდ მატჩებში მისი ინტელექტი სასიცოცხლოდ დაგვჭირდება

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)