გაგო: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

სასტუმრო "Mirasierra Suites"-ში მისვლისთანავე, ფერნანდო გაგო ჟურნალისტებს გაესაუბრა. არგენტინელი ფეხბურთელის აზრით "ბლანკოსი" აუცილებლად გაიმარჯვებს და კატალონიელებთან ჩამორჩენა ისევ 1 ქულა იქნება...


"დარწმუნებული ვარ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ და "ბლაუგრანასთან" სხვაობა ისევ 1 ქულა იქნება. ჩვენ დარჩენილი გვაქვს ოთხი ურთულესი მატჩი. ამ შეხვედრების მოგება უნდა მოვახერხოთ და თავი მოვუყაროთ 98 ქულას."

"მთავარმა მწვრთნელმა შესანიშნავად აგვიხსნა თუ რა მნიშვნელობა ექნება პამპლონელებთან მატჩს ჩვენი გუნდისთვის. რეალი საშინაო არენაზე თამაშობს და აუცილებელია ორმაგი ყურადღების გამოჩენა. ჩვენთვის მთავარია გამარჯვება, ანგარიშს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს."

"თითოეული ფეხბურთელი მზად არის ბოლომდე დასახარჯად და მატჩის მოსაგებად. სხვა შემთხვევაში გუნდი ვეღარ იბრძოლებს ლა ლიგის მოსაგებად."

"კაკა შესანიშნავ ფორმაშია და ძალიან მიხარია, რომ იგი დაბრუნდა სასტარტო შემადგენლობაში. ბრაზილიელი ფეხბურთელი იშვიათი ფენომენია და მისი ნიჭიერება რეალმა უნდა გამოიყენოს. რიკი დღევანდელ მატჩში უდიდეს როლს ითამაშებს." dle 10.1

  • Hala
  • 2 მაი 2010
  • 1376
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)