ანალიტიკოსები - ლა ლიგის ჩემპიონობისთვის 79 ქულა საკმარისი იქნება

ესპანელი ექსპერტ-ანალიტიკოსები დასკვნებს აკეთებენ და პროგნოზებს გვამცნობენ...


გამომდინარე იქედან, რომ ლა ლიგის მოგების უპირველესი სამი კანდიდატი - „რეალის“, „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ სახით საკმაო არასტაბილურობით გამოირჩევა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ესპანეთის შიდა პირველობის მოსაგებად 79 ქულა საკმარისი იქნება.

ამ ეტაპზე ყველაზე მეტ ქულას „რეალი“ და „ბარსა“ ფლობენ. მათ 11-11 მატჩი აქვთ ჩატარებული და შესაძლო 33-ის ნაცვლად, მხოლოდ 22 ქულას მოუყარეს თავი.

ამ მხრივ „ატლეტიკო“ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია, სიმეონეს გუნდს 12 მატჩში 21 ქულა აქვს მოპოვებული და ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „ატლეტიკომ“ 12 ტურში მეტოქის კარი მხოლოდ 12-ჯერ აიღო. ჩოლოს გუნდი მეტწილად იმის ფონზე აღწევს წარმატებას, რომ საკუთარ კარს მშრალად ხშირად ინახავს. „როხიბლანკომ“ მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.

ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ გრანდები მოუმატებენ, თუმცა საბოლოო ჯამში მიიჩნევენ, რომ ჩემპიონი ის კოლექტივი გახდება, რომელიც 79 ქულას მოაგვორებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ 80 ქულის ქვემოთ ჩემპიონობა 2006/07 წლების სეზონის შემდეგ არავის მოუპოვებია. იმ სეზონში „ბლანკოსი“ 76 ქულით გახდა ჩემპიონი. dle 10.1

  • Ramos
  • 4 ნოემბერი 2019
  • 2099
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (210)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)