ზიდანი:„„რეალმა“ ისევ დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს და კარი მშრალად შეინახოს“

ზინედინ ზიდანმა „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...


„იმისათვის, რომ აქტივს 3 ქულა დავამატოთ, ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ. მნიშვნელოვანია, რომ „ბეტისის“ ძალები სწორად შევაფასოთ და ვეცადოთ, რომ ინტენსიური ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ყველა მატჩი განსხვავდება ერთმანეთისგან.“

„გულშემატკივრების წინაშე თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. ვეცდებით, „ლეგანესთან“ განვითარებული მოვლენები გავიმეოროთ და ისე მოვიგოთ, რომ საკუთარი კარი მშრალად შევინახოთ.“

„მადრიდში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მხარს მიჭერდნენ მაშინ, როდესაც ფეხბურთელი ვიყავი და მხარს მიჭერენ ახლაც, როდესაც მთავარი მწვრთნელის სტატუსს ვფლობ. არ შემიძლია ვინმეს საყვედური ვუთხრა, პუბლიკას მხოლოდ დიდ მადლობას ვეუბნები.“

„ვალვერდე ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ურუგვაელს დიდი მომავალი აქვს და არ მიკვირს, რასაც მოედანზე აკეთებს. 25 ფეხბურთელი მყავს, რომელიც სასტარტოსთვის იბრძვის.“

„ზუსტად ვაფასებ ბეილის მდგომარეობას. გარეთი მოედანზე არ გავა, რადგან არ არის დამაკმაყოფილებელ კონდიციაშია და რისკი ამ შემთხვევაში არ იქნება გამართულებული ნაბიჯი.“

„აზარზე უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხი მოდის. არ ვფიქრობ, რომ ბელგიელი მორცხვია, ის ძალიან ბევრს მუშაობს და ვითარდება კიდეც. ედენს აქვს უდიდესი ნიჭი და პოტენციალი, რომელსაც ავლენს. ის აუცილებლად მოუმატებს და გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება.“

„ყველა თამაშში ოპტიმალურ შემადგენლობას ვეძებ. არ არსებობს გეგმა A,B,C და ასე შემდეგ.“

„„ელ კლასიკოს“ მაშინ გავმართავთ, როდესაც გვეტყვიან, ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის.“

„როდრიგო განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩევა და მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოუმატოს. ვამაყობ, რომ 18 წლის ასაკში ბრაზილიელს ამდენი შეუძლია. ის ძალიან ახალგაზრდაა და დიდი მომავალი აქვს.“

„ვინიციუს ჟუნიორი გამოვიძახე, წინა ტურში მას დასვენების საშუალება მივეცი. როგორც როდრიგოს, ასევე ვინის ბევრ პოზიციაზე გამოვცდი და ვეცდები, რომ მათგან მაქსიმუმი მივიღოთ. ორივე ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა და მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა არ შეიძლება.“

„კაზემირო არნახულ სეზონს ატარებს, მის გარეშე გუნდის თამაში უკვე წარმოუდგენელია. ბრაზილიელზე დიდ იმედებს ვამყარებ.“

„ფეკირი? ის „ბეტისის“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მოხარული ვარ, რომ ჩემ თანამემამულეს აფასებენ. მის მიმართ ინტერესი არ მქონია, ეს მხოლოდ ჭორებია.“

„მბაპე? მის გაწვრთნაზე ყველა მწვრთნელი ოცნებობს. მერწმუნეთ, კილიანი ბევრს მიაღწევს.“

„„პსჟ“-ს კიდევ შევხვდებით, სადაც მბაპე დიდი ალბათობით ითამაშებს. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.“ dle 10.1

  • Datuna
  • 2 ნოემბერი 2019
  • 4749
  • 5

1

2 ნოემბერი 2019 16:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 593
აზარს უთხარი კარში დაარტყას როცა საშუალება აქვს და არაა საჭირი პასი მისცეს როცა თვითონ შეუძლია გატანა თანაც უკეთეს პოზიციაში მყოფს

2

2 ნოემბერი 2019 16:55

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: lasha-bacha
აზარს უთხარი კარში დაარტყას როცა საშუალება აქვს და არაა საჭირი პასი მისცეს როცა თვითონ შეუძლია გატანა თანაც უკეთეს პოზიციაში მყოფს

azars magas ver daadzalebs radgan azari egeti iyo yoveltvis da amito merchivna me mane,azars ar aqvs is rac am reals yvelaze metad chirdeboda,shetevebis dasruleba,imedia gamoasworebs

3

2 ნოემბერი 2019 17:00

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ძაან უკან ათამაშებ ზიზუ როდრიგოს და ცოდოა :😀 ცოტა წინ გაუშვიი უფრო ეფექტურია

4

2 ნოემბერი 2019 21:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
Kurtuaze rogor teslad chaartya 😀

5

3 ნოემბერი 2019 02:12

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
y le xar zizu

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)