ზიდანი:„ძალიან კარგი თამაში გამოვიდა“

ზინედინ ზიდანმა „ლეგანესთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...


„ვერ ვიტყვი, რომ ეს სეზონის საუკეთესო მატჩი იყო, მაგრამ შესანიშნავი სანახაობა გამოვიდა. პირველივე წუთებზე 2 გოლის გატანა მოვახერხეთ და მეტოქე ფსიქოლოგიურად გავტეხეთ. „რეალს“ ჰქონდა ინტენსიდობა, მონდომება და თავიდანვე სჩანდა, რომ დიდი ანგარიშით მოგება იყო შესაძლებელი.“

„5 გოლი გავიტანეთ და საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, პირველი ტაიმის ტემპი მეორეშიც შევინარჩუნეთ და შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვეს.“

„ბენზემა მუდმივად მოძრაობს, არასდროს ჩერდება, ცდილობს გუნდური სულისკვეთება გაიზიაროს და სხვებს დახმარება გაუწიოს, ის სრულყოფილი მოთამაშეა. „ლეგანესთან“ მატჩში ფრანგმა 2 საგოლე გადაცემა და 1 გოლი მიითვალა, დამეთანხმებით, შესანიშნავი სტატისტიკაა.“

„ვალვერდე ფიზიკურად ძალიან ძლიერია, რაც საშუალებას აძლევს მოედნის ყველა წერტილში იყო. ურუგვაელს არნახული ენერგია აქვს და ეფექტურია, როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში, ის მომავალში ჩვენი გუნდის შეუცვლელი წევრი გახდება.“

„იცით რა მიხარია? ყველამ გამოიყენა შანსი, ვინც მოედანზე გავიდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რესურსი სრულად ავითვისოთ.“

„ვინიციუსი იმიტომ არ გამოვიძახე, რომ ამ შემთხვევაში მისი მოედანზე გაყვანის საჭიროება არ იდგა. ვინის ფლანგზე აზარმა ითამაშა, მეორე მხარეს როდრიგომ, აქედან გამომდინარე, ტაქტიკური გადაწყვეტილება მივიღე. არანაირი პრობლემა არ არსებობს, ბრაზილიელი „რეალს“ ხშირად დაეხმარება.“

„ისკოს დიდ მონდომებას ვამჩნევ, ესპანელმა მოუმატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„როდრიგოზე დიდ გათვლას ვაკეთებ, ის მოედანზე ხშირად გამოჩნდება. გოლის გატანის შემდეგ, ბრაზილიელმა მადლობა გადამიხადა შანსისთვის.“

„„ვიგოელებთან“ მატჩი დაუვიწყარი იყო, „რეალმა“ მაშინ სრულყოფილი ფეხბურთი აჩვენა.“


dle 10.1

  • Hala
  • 31 ოქტომბერი 2019
  • 3719
  • 2

1

31 ოქტომბერი 2019 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6
თუ კიდე გინდათ მსგავსი კარგი თამაში აჩვენოთ ჩამოდით ჩიხურასთან გათამაშებთ )))

2

31 ოქტომბერი 2019 12:22

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
კაი რაა ლალიგის ყველაზე სუსტ გუნდთან 5-0 ჩვეულებრივი ამბავია ამდენი ლაპარაკი არაა საჭირო.რო წაეგოთ იტყოდი არ გაგვიმართლაო.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)