გუტი&პელეგრინი&კასილასი

გუტი, პელეგრინი და კასილასი პრეს–კონფერენციაზე ერთად გამოჩდნენ და განმარტეს თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელ თამაშს მომდევნო სეზონისათვის.


რა იცით თქვენს მეტოქეზე?

პელეგრინი : ჩვენ მათი რამდენიმე თამაში გვაქვს ნანახი და ვიცით რომ ტორონტო CONCACAF–ას თასიდან პუერტო რიკოულმა კლუბმა გამოაგდო.

რას იტყვით თავად მომდევნო მატჩზე? როგორი იქნება საყურებლად?

პელეგრინი:ჩვენ ვცდილობთ, რომ თითოეული ფეხბურთელი თანაბარი დატვირთვით ვავარჯიშოთ. ამასთანავე უნდა აღინიშნოს , რომ ჩვენი ფეხბურთელები ეხლა ახალ სათამაშო სტილთან ადაპტაციას გადიან.

მზად ხართ თუ არა ამ შემადგენლობის გასაწვრთნელად?

პელეგრინი: მადრიდის რეალს ყოველთვის აქვს იმის საშუალება, რომ მოიგოს ესა თუ ის ტიტული, რა თქმა უნდა , რაც უფრო უკეთესი ფეხბურთელები გვეყოლება, მით მეტია უფრო დიდი წარმატებების მიღწევის შანსი.

როგორ ეპყრობა მადრიდის რეალი მომდევნო შეხევდრას?

გუტი: ეს იქნება თერთმეტი ფეხბურთელის თამაში თერთემტის წინააღმდეგ, თამაში ალბათ დაძაბული გამოდგება და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივრები სანახაობრივ ფეხბურთს იხილავენ.

შედგება თუ არა კაკასა და ხაბი ალონსოს დებიუტი?


პელეგრინი:
გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ორივე ითამაშებს. ეს არ იქნება მთელი მატჩი, არამედ დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში ითამაშებენ.

კმაყოფილი ხართ თუ არა შემადგენლობით?

პელეგრინი: მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რაც მყავს. ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა დახმარებითაც გვექნება დიდი შანსი მოვიგოთ სამივე ტიტული.

რას ნიშნავს ახალი პროექტი კაპიტნებისთვის?

გუტი: ეს ძალიან საინტერესო პროექტია. ფლორენტინო პერესის მოსვლით კლუბმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელა. ეხლა კი დროა, რომ ყველაფერი მოედანზე გადავიტანოთ.

კასილასი:
მე ვეთანხმები. ჩვენ დავაბრუნებთ კლუბს იქ, სადაც მისი ადგილია.

რა არის მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის მიზნები?

პელეგრინი: პირველი და უმთავრესი მოგებაა. ხოლო მეორე კი ითამაშო სანახაობრივი ფეხბურთი, რომ ხალხმა სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი მომღიმარმა დატოვოს.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 7 აგვისტო 2009
  • 1603
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)