ის არ უნდა გაჩერდეს

ის ლიმუზინივითაა...


კაი გაზიზინებული, ლამაზი ლიმუზინივით. მისთვის ბურთი პატივცემული მგზავრია, რომელიც საჭირო ადგილამდე უნდა მიასრიალოს, აარიდოს ორმოებს, საცობებს, საპირისპირო მიმართულებით მომავალ მანქანებს, ტრაქტორებს, ველოსიპედებს... თუ საჭიროა, სხვაგან გადასვამს და ამას არასდროს აგვიანებს, რადგან დედამიწის ზურგზე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, მისთვის სწორედ ეს მგზავრია.

ესპანეთის წამყვანი ავტოპარკის შეფი, მანუელიტო პელეგრინი, მარაზმამდე ფრთხილი კაცია და ამ სიფრთხილის გამო ლიმუზინი სულ უფრო იშვიათად ეხმაურება საყვარელ მგზავრს. თან იძულებულია შემოვლითი გზებით იაროს, ხან მარცხნიდან, ხანაც მარჯვნიდან.

არადა ამ კლასის მანქანებმა, ცენრალურ გზაზე უნდა იქროლონ...

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთივით კოპლებიანი ტვინი აქვთ. ღმერთმა, მგზავრის ყოველი წარმატებული ტრანსპორტირების შემდეგ ბიჭის მადლობების ადრესატმა, მასაც კოპლებიანი ინტელექტი აჩუქა. ეს ინტელექტი გამოიმუშავებს სინათლეს, რომელიც მოედნის თითოეულ მილიმეტრს კარგად ანათებს და ბიჭს ყველა გზას უჩვენებს. გზებს, რომლებსაც სულ რამდენიმე ადამიანი ხედავს, მით უმეტეს, მგზავრის თანხლებისას და რომელზეც მსგავსი ელეგანტურობით სიარული რჩეულების ხვედრია.

სატირალი ამბავია, მაგრამ მეკარესთან ჩაჩოჩებული თანამედროვე ფეხბურთი, 8 ნომრებს ისტორიაში შესანახავად ამზადებს. 21–ე საუკუნის, "სოკერ–არქიტექტურა" ასე აეწყო, მოედნის დაგეგმარება ისე შეიცვალა, მაგისტრალები ისე შეცვალა ჩიხებმა, რომ ლიმუზინები წითელ წიგნში აღმოჩნდნენ.

საჯარიმოებთან, სადაც ბურთი ყოველთვის ელოდებოდა, ელოდება და დაელოდება რვა ნომერ ლიმუზინს, მალე შეიძლება ტრაფარეტებიც დაარჭონ:"ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია!" და ბურთი მოიწყენს, მოვიწყენთ ჩვენც და მოიწყენს კაკაც...

ეს კი არ უნდა მოხდეს. ლიმუზინი არ უნდა გაჩერდეს, ჩვენც ხომ იქ ვსხედვართ.


ავტორი: Kevlisha dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (294)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)